კუს ბაკნიანი ბიჭუნა ახალ ცხოვრებას იწყებს

კუს ბაკნიანი ბიჭუნა ახალ ცხოვრებას იწყებს

ჩინელმა რვა წლის ბიჭუნამ, რომელსაც დღემდე ზურგზე არსებული კუს ბაკნისმაგვარი წანაზარდის გამო ყველა დასცინოდა,  ქირურგების წყალობით ახალი ცხოვრება დაიწყო.

ჰაიმაიტი ჰალის ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა - ექიმებმა მას ზურგზე არსებული წამონაზარდი მთლიანად მოაცილეს და თავიდან და ფეხებიდან ჯანმრთელი კანი გადაუნერგეს.

”სანამ პატარა იყო, მისთვის ოპერაციის გაკეთება არ შეიძლებოდა. თუმცა, რაც უფრო ემატებოდა ასაკი, მით მეტად იზრდებოდა მის ზურგზე კუს ბაკნის მსგავსი წარმონაქმნი, რის გამოც ყველა დასცინოდა. ამან კიდევ უფრო დაგვარწმუნა იმაში, რომ მისთვის ოპერაცია სასწრაფოდ გაგვეკეთებინა”, - განაცხადა ბიჭის მამამ.

რაც შეეხება თავად ჰალის, იგი სულმოუთმენლად ელოდება იარის მორჩენას.

მომზადებულია lifenews.ru მიხედვით.  

რა საფრთხეებს შეიცავს შილაკის ხშირი კეთება და რას გირჩევთ დერმატოლოგი - "ამ პრობლემით პაციენტები ხშირად მოგვმართავენ"

ზვიგენის ქონზე დამზადებული პრეპარატები იმუნიტეტს აძლიერებს და სიმსივნური უჯრედების ზრდას აფერხებს

ვინ უფრო ჯანმრთელია - დაბალი, თუ მაღალი მამაკაცი