თაკო ნაცვლიშვილის უმცროსი და, რომელსაც ასევე დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ

თაკო ნაცვლიშვილის უმცროსი და, რომელსაც ასევე დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ

მოდელმა თაკო ნაცვლიშვილმა პოდიუმი მოკლე დროში წარმატებით დაიპყრო. 2017 წელს მის გამოჩენას პარიზის მოდის კვირეულზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მის შესახებ მსოფლიოს წამყვანი მოდის ჟურნალები წერდნენ.

2016 წლის იანვარში თაკო "არმანის" სახეც გახდა. ულამაზეს ქართველ მოდელს ზედიზედ ორჯერ ჰქონდა მცდელობა წლის ყველაზე გრანდიოზულ - Victoria's Secret-ის ჩვენებაში მიეღო მონაწილეობა, თუმცა "ანგელოზებს" შორის ვერ მოხვდა.

ყოფილი მოდელის ნინო ცქიტიშვილისა და ყოფილი კალათბურთელის - ვატო ნაცვლიშვილის უფროსი ქალიშვილი მართლაც ულამაზესია. თუმცა, დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ წყვილის კიდევ ერთ ქალიშვილს - ანას, რომელსაც რამდენიმე ფოტოსესიაში უკვე აქვს მონაწილეობა მიღებული.

თაკოს და ანას შუათანა ძმაც ძალიან სიმპათიური ბიჭია, ოჯახს ცოტა ხნის წინ მეოთხე შვილიც შეეძინა.

თაკოს, ანას და ნაცვლიშვილების ოჯახის ფოტოები იხილეთ ფოტოგალერეაში

სოფო ნიჟარაძე შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს  - პატარა გოგონა სოციალურ ქსელში უკვე პოპულარულია

"მოდელებს ისე ექცევიან, როგორც მონებს" - თაკო ნაცვლიშვილი სამოდელო ბიზნესში არსებულ პრობლემებზე: რას წერს მოდელი?

ჯენიფერ ლოპესი ძველ სიყვარულს დაუბრუნდა? - რა ხდება ჯეი ლოსა და ბენ აფლეკს შორის 17-წლიანი განშორების შემდეგ (პაპარაცული ფოტოები)