არის თუ არა დივერსია ბოლო დროინდელი ხანძრები? - მამუკა არეშიძე ყველა შესაძლო ვერსიაზე

არის თუ არა დივერსია ბოლო დროინდელი ხანძრები? - მამუკა არეშიძე ყველა შესაძლო ვერსიაზე

უკვე მეოთხე დღეა ბორჯომის ხეობაში ხანძარს ებრძვიან. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში ცეცხლის გავრცელების არეალი გაცილებით არის შემცირებული, თუმცა რჩება ძლიერი კერა წაღვერისა და ტიმოთესუბნის ქედზე. მისი თქმით, მთელი საავიაციო რესურსი სწორედ ამ კერაზეა მობილიზებული.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, მომხდარზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 187-ე მუხლით მიმდინარეობს.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, ბორჯომში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება ყველა ვერსიაზე მუშაობს, მათ შორის, დივერსიაზეც: "მე, როგორც პოლიციელი არაფერს გამოვრიცხავ, ყველა ვერსიაზე ვმუშაობთ".

ბოლო დღეებში ერთდროულად გაჩენილი ხანძრები იძლევა თუ არა დივერსიის შესაძლებლობას - "კვირის პალიტრა" აღნიშნულ საკითხზე ექსპერტს, მამუკა არეშიძეს ესაუბრა.

- რასაკვირველია, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. თან ძალიან უცნაურად დაემთხვა ბორჯომში ხანძრის გაჩენის ადგილები ერთმანეთს. სწორედ ის ტერიტორიაა, სადაც 2008 წელს დაბომბვის შედეგად ცნობილი ხანძარი გაჩნდა. მთავარია დადგინდეს, ვის ინტერესში შეიძლება იყოს მომხდარი. დივერსია შეიძლება იყოს როგორც ქვეყნის შიგნით არსებული ძალების მიერ მოწყობილი, ასევე უცხო ქვეყნის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული, რისი გამოძიებაც ხელისუფლების პრეროგატივაა.

- დივერსიის რა საფუძვლები შეიძლება არსებობდეს?

- დივერსია ხდება ან ხელისუფლების ანაც მთელი ქვეყნის წინააღმდეგ, იშვიათად გარკვეული სოციალური ჯგუფის საწინააღმდეგოდ... ამ შემთხვევაში თუ დავუშვებთ, რომ ეს ხანძრები მართლაც დივერსიულად ხდება, გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ეს ხელისუფლებისა და ქვეყნის წინააღმდეგ დაგეგმილი აქტია. თუ ეს ქვეყნის შიგნით არსებულმა ძალებმა დაგეგმეს, უნდა ვიფიქროთ, რომ ის მიმართულია ხელისუფლების დისკრედიტაციაზე, მისი უსუსურობის ჩვენებაზე, რისი საბოლოო მიზანიც მისი შეცვლაა წაიკითხეთ გაგრძელებ

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."