"ჩვენს შვილს მასთან სექსუალურ კავშირს აიძულებდა" - რას ყვებიან ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებულის ახლობლები ძალადობის მსხვერპლზე

"ჩვენს შვილს მასთან სექსუალურ კავშირს აიძულებდა" - რას ყვებიან ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებულის ახლობლები ძალადობის მსხვერპლზე

ყარაჯალაში ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებულის ცოლის მშობლების განცხადებით, მამაკაცი, რომელსაც თავს დაესხნენ და სცემეს, მათ შვილს სექსუალურ კავშირს აიძულებდა. ამის შესახებ დაკავებული მამაკაცის მეუღლის მშობლებმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს.

"ის ჩვენ შვილს აიძულებდა მასთან სექსუალური კავშირი დაემყარებინა და ძმისა და ქმრის მოკვლით ემუქრებოდა", - განაცხადეს დაკავებული მამაკაცის მეუღლის მშობლებმა.

თავის მხრივ, ჯგუფური ძალადობის მსხვერპლი მამაკაცის ოჯახის წევრების განცხადებით, თუ დაშავებული ვერ გადარჩება, ისინი შურს იძიებენ და ფიზიკურად გაუსწორდებიან ყველა იმ პირს და მათი ოჯახის წევრებს, ვინც ჯგუფურ დანაშაულში იღებდა მონაწილეობას.

ოჯახი იმ ახალგაზრდა ქალის დასჯასაც მოითხოვს, ვისთან კავშირიც 42 წლის მამაკაცზე ძალადობის მიზეზი გახდა.

22 აგვისტოს, სოფელ ყარაჯალაში ეჭვიანობის ნიადაგზე 42 წლის მამაკაცს, 15-ზე მეტი მამაკაცი სასტიკად გაუსწორდა. ის ჯერ სცემეს, შემდეგ კი გააუპატიურეს.

იხილეთ ვიდეო: ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებულის ცოლის მშობლები მსხვერპლზე - ჩვენ შვილს მასთან სექსუალურ კავშირს აიძულებდა და ძმის და ქმრის მოკვლით ემუქრებოდა

იხილეთ ვიდეო: რას ამბობს გაჩიანში გაუპატიურებული მამაკაცის დედა და როგორია დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

დააკავეს 23 წლის მამაკაცი, რომელმაც ტაქსის მძღოლი მოკლა და ცხედარი მანქანაში დაწვა

სოფელ ყარაჯალართან დამწვარ მანქანაში ტაქსის მძღოლის ცხედარი იპოვეს

გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული აგვისტოს ომის მონაწილეა - რას ყვება 39 წლის მამაკაცის ადვოკატი