შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, "საქართველოს რკინიგზის" დეპარტამენტის წინ გამართულ აქციაზე 10 ადამიანი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.
როგორც შსს-ში აცხადებენ, ისინი დაკავებულები არიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა) მუხლების საფუძველზე.
მოშიმშილე რკინიგზელების აქციაზე დღეს ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეთა გარკვეულმა ნაწილმა საქართველოს რკინიგზის ოფისის ფოიეში შესვლა სცადეს. ისინი მოითხოვდნენ, რომ მოშიმშილეებისთვის ფოიეში შესვლის და იქ ყოფნის საშუალება მიეცათ. "საქართველოს რკინიგზის" დეპარტამენტის შესავლელთან მობილიზებულმა სამართალდამცველებმა მათ შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს. აქციის მონაწილეებს და სამართალდამცველებს შორის ხმაური და დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე პირი დააკავეს.