რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირინე ტყეშელაშვილმა დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და სოფელ ყარაჯალაში, 42 წლის მამაკაცის ჯგუფური წამებისა და სასტიკად ცემის ფაქტზე დაკავებულ 3 პირს, წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
წინასასამართლო სხდომა ჩაინიშნა 18 ოქტომბერს.
22 აგვისტოს, სოფელ ყარაჯალის მკვიდრი 42 წლის მამაკაცი 15-მდე თანასოფლელმა სოფლის მიმდებარედ, ე.წ. ველის ტერიტორიაზე სატიკად სცემეს და მასზე სექსუალური ძალადობა განახორციელეს. თვითმხილველების ინფორმაციით, მას სასტიკად გაუსწორდნენ. ფაქტს 200-მდე ადამიანი ადევნებდა თვალყურს და მობილური ტელეფონებით აფიქსირებდნენ. თავდაპირველად პოლიციამ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით 5 პირი დააკავა. როგორც ,,ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ამ ეტაპზე დანაშაულში ეჭვმიტანილი 4 პირია დაკავებული, დანარჩენი პირები იდენტიფიცირებული არიან და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. სისხლის სამართლის საქმე 144-ე პრიმა მუხლითაა აღძრული.