საქართველოს მთავრობას სტრასბურგის მოსამართლეობის ოთხი კანდიდატურა წარედგინება

საქართველოს მთავრობას სტრასბურგის მოსამართლეობის ოთხი კანდიდატურა წარედგინება

საქართველოს მთავრობას სტრასბურგის მოსამართლეობის ოთხი კანდიდატურა წარედგინება. ყველაზე მაღალი ქულა მოსამართლეობის კანდიდატმა ლალი ფაფიაშვილმა აიღო (4.82), შემდეგი არის თამარ ალანია (4.45), ოთარ სიჭინავამ და იოსებ ბაჩიაშვილმა კი თანაბარი (3.75) ქულა აიღეს. აღნიშნული მონაცემები ჟურნალისტებს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა გააცნო.

აღნიშნული 4 კანდიდატიდან საქართველოს მთავრობა შესაბამის პოზიციაზე 2 კანდიდატს წარუდგენს, მათ შორის კი, ერთი აუცილებლად უნდა იყოს ქალი კანდიდატი.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესს კოალიციაში "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" შემავალმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ბოიკოტი გამოუცხადეს.

საქართველოს სტრასბურგში წარსადგენი მოსამართლეების შერჩევა უკვე მესამედ უწევს, ვინაიდან ორჯერ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქართველოს მთავრობას წარდგენილი კანდიდატები დაუწუნა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ