თბილისის საკრებულოს წევრის, ზურაბ ნეფარიძის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

თბილისის საკრებულოს წევრის, ზურაბ ნეფარიძის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

თბილისის საკრებულოს წევრის, ზურაბ ნეფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს. სასამართლო პროცესი 15:30 საათზეა ჩანიშნული.

ზურაბ ნეფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მესამე ნაწილით წარედგინა, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ზურაბ ნეფარიძეს 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დაკავებულის ადვოკატის თქმით, ზურაბ ნეფარიძე წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს და მიაჩნია, რომ ბრალდებაში არსებული მტკიცებულებები აბსურდულია.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ