პროკურორი - დეპუტატ ზურაბ ნეფარიძის საქმეში მისი შვილის ჩვენებაც დევს, რომელიც ამბობს, რომ ქრთამის შესახებ ინფორმირებული იყო

პროკურორი - დეპუტატ ზურაბ ნეფარიძის საქმეში მისი შვილის ჩვენებაც დევს, რომელიც ამბობს, რომ ქრთამის შესახებ ინფორმირებული იყო

პროკურორ ბექა ეჟაშვილის განცხადებით, ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული საკრებულოს წევრის, ზურაბ ნეფარიძის საქმეში მისი შვილის ჩვენებაც დევს. როგორც პროკურორმა ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიებამ ზურაბ ნეფარიძის შვილიც დაკითხა, რომელიც ამბობს, რომ მამამისის მხრიდან ქრთამის აღების შესახებ ინფორმირებული იყო.

"იგი უთითებს, რომ მისთვის ცნობილი იყო, რომ მამაისის მხრიდან დაფიქსირდა დალი მამულაშვილზე ყოველთვიურად 400 ლარის გამორთმევის ფაქტი. ასევე, ის მიუთითებს, რომ თანამშრომელი ფიქტიურად იყო გაფორმებული, რომელზე საკრებულოდან დარიცხული ხელფასი კი თავად ზურაბ ნეფარიძეს ხმარდებოდა", - განაცხადა ბექა ეჟაშვილმა.

დღეს, საქალაქო სასამართლომ საკრებულოს დეპუტატ ზურაბ ნეფარიძეს და მის თანამშრომელს ანა მენთეშაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 ოქტომბერს არის ჩანიშნული.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ