"რია ნოვოსტი" - ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე ქართული კრიმინალური სამყაროს ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს

"რია ნოვოსტი" - ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე ქართული კრიმინალური სამყაროს ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს

ჩრდილოეთ ოსეთში, ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე ქართული კრიმინალური სამყაროს ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. თუმცა მედიასაშუალება დაკავებულის ვინაობას არ ასახელებს.

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ცნობით, დაკავებული პირი საზღვრის გადაკვეთას ყალბი საბუთებით ცდილობდა.

თავდაპირველად, საზღვრის კვეთისას, მან რუსეთის მოქალაქის პასპორტი წარადგინა, რამაც მესაზღვრეები დააეჭვა. დაკავებისას პირს რამდენიმე ყალბი დოკუმენტი აღმოაჩნდა. რუსული მედიის ინფორმაციით, ოპერატიულმა თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ დაკავებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც რამდენჯერმეა ნასამართლევი როგორც საკუთარ ქვეყანაში, ისე რუსეთში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ