ლომაიას შვილის მეკარეობა არ სურს

ლომაიას შვილის მეკარეობა არ სურს

გასულ სეზონში, “ინტერის” შემადგენლობაში აზერბაიჯანის ჩემპიონატის მომგებმა ქართველმა მეკარე გიორგი ლომაიამ, ინტერვიუ კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდს

მისცა და საუბარი მხოლოდ არასაფეხბურთო თემებზე წარიმართა.

- უპირატესობას ჩაცმის რომელ სტილს ანიჭებთ?

- დიდი ხნის განმავლობაში უპირატესობას სპორტულ სტილს ვანიჭებდი. ტანსაცმელის წარმომავლობას პრინციპულ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. მთავარია, რომ თავი კომფორტულად ვიგრძნო.  

- რომელი ქვეყნის სამზარეულო მოგწონთ?

- ქართული, რომელსაც ბავშვობიდან მივეჩვიე. მიყვარს საცივი, კუპატი, ხინკალი და ხაჭაპური.

- თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?

- ძირითადად, მეგობრების წრეში და ოჯახის წევრებთან ერთად. რაც შეეხება იმას, თუ სად მიყვარს დროის გატარება, თუ “ჩემიანებთან” ერთად ვარ, მაშინ ყველგან.

- რომელი ფირმის ავტომობილები მოგწონთ?

- “მერსედესი” მომწონს. ცხადია, არის ისეთი კარგი ავტომანქანები როგორიც “ფერარი” და “ლამბორჯინია”, მაგრამ საერთო ჯამში, “მერსედესი” ყველაზე უკეთესია.

- რა წიგნს კითხულობთ და რომელი ფილმები მოგწონთ?

- წიგნების კითხვისთვის დრო არ მაქვს. ისტორიული ფილმების ყურება მიყვარს. ჩემი საყვარელი ფილმებია - “ერთხელ ამერიკაში”, “მამაცი გული” და “ნათლიმამა”.

- გინდათ, რომ თქვენი შვილი პროფესიონალი სპორტსმენი გახდეს?

- წინააღმდეგი არ ვიქნები, მაგრამ არ მინდა, რომ ის მეკარე გამოვიდეს. უკეთესი იქნება ფორვარდი გახდეს.

”მსოფლიო სპორტი”

საქართველო XV - ორმატჩიანი სერია ინგლისის საგრაფოებთან იწყება [VIDEO]

"ოლიმპიადის გახსნა ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული იყო ჭადრაკის ისტორიაში" - რას წერენ "ბლექ სი არენაზე" გამართულ ღონისძიებაზე

რომან ფიფია: ტურნირი იმიტომ არ ჩაგვიტარებია, რომ აუცილებლად ჩვენ მოგვეგო