"ვულოცავ 10 მოღალატეს და მკვლელს ჩემს თეატრში, ვინც ამაში მიიღო მონაწილეობა!" - ქეთი დოლიძე თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი აღარ არის

"ვულოცავ 10 მოღალატეს და მკვლელს ჩემს თეატრში, ვინც ამაში მიიღო მონაწილეობა!" - ქეთი დოლიძე თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი აღარ არის

რეჟისორი ქეთი დოლიძე თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი აღარ არის. ამ პოსტზე მას ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი სიხარულიძე შეცვლის. კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ გუშინ მოაწერა ხელი თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გიორგი სიხარულიძის დანიშვნას.

ქეთი დოლიძე ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, რომ ის თანამდებობიდან ოფიციალურად მოხსნილია და თუმანიშვილის თეატრის მსახიობებს, რომლებმაც ამაში წვლილი შეიტანეს "მოღალატეს და მკვლელს" უწოდებს:

"ნიკოლოზ რურუას ოფიციალურად ვულოცავ ჩემს მოხსნას! შეგისრულათ თქვენმა თანაპარტიელმა სურვილი და დავალება! და კიდევ იმ 10 მოღალატეს და მკვლელს ჩემს თეატრში, ვინც ამაში მიიღო მონაწილეობა!!!! ბრავო ნინელი! ბრავო, ზაზა! (გულისხმობს ნინელი ჭანკვეტაძეს და ზაზა მიქაშავიძეს)...

...5 წუთის წინ მანანა ბერიკაშვილი ახალ ფეხსაცმელს ყიდულობდა ბათუმში! იმ სიკეთით გაცვითე, რა სიკეთეც ჩაიდინე! მკვლელები ხართ! ბრავო! ჩააკითხე ნინელის, ზაზას და 10 მოღალატეს! მანდვე არიან, გიგოლეთში! იზეიმეთ! წავედი, ბერტოლუჩის ვუყურო!!!!" - წერს ქეთი დოლიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

ქეთი დოლიძე თანამდებობიდან მოხსნას კულტურის მინისტრთან, მიხეილ გიორგაძესთან პირად უთანხმოებას უკავშირებს. ის არაერთხელ დაუპირისპირდა გიორგაძეს პრესაში. დოლიძემ ინტერვიუში განაცხადა, რომ გიორგაძის გუნდის მოსვლის შემდეგ, კულტურის სამინისტრო "ისთერნ პრომოუშენის" პირადი სამინისტრო" გახდა.

თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ კომენტირებისას, ქეთი დოლიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ "ასე ადვილად არ დამთავრდება ეს ამბავი". რეჟისორის თქმით, მედიასთან მისი გათავისუფლების საკითხზე ამ ეტაპზე სხვა კომენტარს არ აკეთებს.

"17 სექტემბრამდე ვაგრძელებ სამხატვრო ხელმძღვანელის უფლებამოსილების შესრულებას. ველოდები დასის ჩამოსვლას, რომელიც ისრაელშია წასული და დასთან ერთად გავაკეთებ უფრო ვრცელ კომენტარს. ასე ადვილად არ დამთავრდება ეს ამბავი", - აღნიშნა დოლიძემ.

"ვინც სოფლიდან არის ჩამოსული, მე მათ მიმართ მაქვს პრეტენზია, ყველას ხომ ვერ გამოკვებავს თბილისი" - ქეთი დოლიძე

"ბებია, სიკვდილი და მსხვერპლშეწირვა: მოსკოვში საოცარი ახალი ქართული ფილმი აჩვენეს“ - ქართულ-ბრიტანული პროექტის წარმატებული დებიუტი როტერდამსა და მოსკოვში

რეზო გაბრიაძის სამოქალაქო პანაშვიდი დღეს და ხვალ, თბილისის მარიონეტების თეატრში გაიმართება