აბასთუმანში ხანძარი სრულად ლოკალიზებულია

აბასთუმანში ხანძარი სრულად ლოკალიზებულია

"აბასთუმნის ტერიტორიაზე დაკვამლიანება აღარ არის და ხანძარი სრულად ლოკალიზებულია" - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა აბასთუმანში საგანგებო შტაბთან ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ცოტა ხნის წინ ვერტმფრენით მთლიანი ზონის საკონტროლო შემოფრენა განხორციელდა.

"ჩვენ მოვახდინეთ საკონტროლო შემოფრენა მთლიანი ზონის, სადაც ხანძრის კერები იყო, მინდა გითხრათ, რომ დაკვამლიანებაც აღარ არის ტერიტორიაზე, ხანძარი სრულად ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სამუშაოები სრულად ლიკვიდაციისთვის. ასევე ცოცხალი ძალა გადასულია გარკვეულ ზონებში ნიადაგის პრევენციულ დამუშავებაზე, ეფექტურად იმუშავა ავიაციამ ცოცხალ ძალასთან ერთად და ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ მთელ ზონაში, სადაც ხანძარი იყო, სრულად ლოკალიზება გვაქვს", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

მინისტრის ინფორმაციით, ავიაცია რჩება ადგილზე, თუმცა ამ ეტაპზე სამუშაოები შეწყვეტილი აქვთ საჭიროების არარსებობის გამო.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ