თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ძაგნიძე დააკავეს

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ძაგნიძე დააკავეს

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ძაგნიძე მთავარმა პროკურატურამ დააკავა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” პროკურატურაში განუცხადეს, ძაგნიძე დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 19/180 მუხლით, რაც თაღლითობის მცდელობას გულისხმობს. სხვა დეტალებზე ამ დროისთვის პროკურატურაში არ საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ საგამოძიებო უწყება ამ საკითხზე განცხადების გავრცელებას გეგმავს.

სამართალდამცავებმა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ყოფილი უფროსის მოადგილე ლევან ძაგნიძე ცოტა ხნის წინ დააკავეს. დაკავებულს ბრალი თბილისის მთავარ სამმართველოში უკვე წარედგინა. ძაგნიძე თბილისის მერიაში 2015-16 წლებში მუშაობდა.

ლევან ძაგნიძის ადვოკატის, კახა კვაშილავას ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის წარდგენილი ბრალდება მერიაში მუშაობის პერიოდს არ ეხება. როგორც კვაშილავამ აცხადებს, ძაგნიძე წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ