გარემოს დაცვის სამინისტრო - იმ ფონზე, როცა ტყეებში ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს, მოქალაქეების გარკვეული ნაწილი ხე-ტყის უკანონო ჭრას აგრძელებს

გარემოს დაცვის სამინისტრო - იმ ფონზე, როცა ტყეებში ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს, მოქალაქეების გარკვეული ნაწილი ხე-ტყის უკანონო ჭრას აგრძელებს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ, ბოლო დღეებში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების 35 ფაქტი გამოვლინდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან აცნობეს, მიუხედავად მთელი საქართველოს მასშტაბით, ტყეებში გაჩენილი ხანძრის კერების სალიკვიდაციო სამუშაოებისა, მოქალაქეების გარკვეული ნაწილი ხე-ტყის უკანონო ჭრას მაინც აგრძელებს.

"იმის ფონზე, როცა მთელი საქართველოს მასშტაბით, ტყეებში გაჩენილი ხანძრის კერების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს და სტიქიასთან ბრძოლა ყველა არსებული ადამიანური თუ ტექნიკური რესურსის გამოყენებითა და მეზობელი ქვეყნების დახმარებით ხდება, მოქალაქეების გარკვეული ნაწილი ხე-ტყის უკანონო ჭრას მაინც აგრძელებს.

19-31 აგვისტოს მონაცემებით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ, მხოლოდ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ხე-ტყის უკანონო მოპოვების, გადამუშავებისა და ტრანსპორტირების 35 ფაქტი გამოვლინდა.

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 123 მ3 პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი, 23 მ3 მრგვალი ხე-ტყე (მორი) და 7 მ3 საშეშე მერქანი. ამავე პერიოდში ამოღებულია და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოშია გადატანილი 6 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი, ე.წ. ლენტური ტიპის დაზგა",-ნათქვამია გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ