სოსო ცისკარიშვილი - დაფრთხა ჩვენი ”ოცნება”

სოსო ცისკარიშვილი - დაფრთხა ჩვენი ”ოცნება”

ჩვენს სახელმწიფოს აღარაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ ბოდიში მოვუხადოთ ევროპას და დავადგეთ ისეთ გზას, რომელზეც არ გვეტყვიან, რომ ”მურა შინ არ ვარგოდა, გარეთ, გარბოდაო”, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა უმრავლესობის მიერ მიღებულ იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განუცხადა, რომელიც საშემოდგომო სესიაზე, საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტის დამტკიცებას ითვალისწინებს.

მისივე თქმით, ”ქართული ოცნება” დაფრთხა.

”დაფრთხა ჩვენი ”ოცნება”. მიხვდა, რომ მათ ოცნებას აღსრულება არ ექნება, თუ საქმეში ჩაერევიან ევროპის ის სტრუქტურები, რომლებიც აღიარებულია, როგორც ყველაზე ძლიერი საკონსტიტუციო სივრცეში. ჩვენმა პარლამენტის თავმჯდომარემ დასაწყისში მოინდომა, რომ არ გვქონოდა მაჟორიტარული სისტემა, მაგრამ უცებ, ძალიან მარტივად მას აუკრეს პირი და იმ სისტემის რიგით მონად გახადეს, რომელშიც ის აღზევდა. სირცხვილია სხვა თუ არაფერი. ჩვენს სახელმწიფოს აღარაფერი დარჩენია გარდა იმისა, რომ ბოდიში მოვუხადოთ ევროპას და დავადგეთ ისეთ გზას, რომელზეც არ გვეტყვიან, რომ ”მურა შინ არ ვარგოდა, გარეთ გარბოდაო”. ჩვენი სახელმწიფოებრივი სირცხვილია, როდესაც ჩვენი პარლამენტის ასეთი უტიფარი ნაწილი არავის უწევს ანგარიშს გარდა საკუთარი თავისა. სამწუხარო შედეგი იქნება არა მხოლოდ კონსტიტუცია, რომელსაც თავს მოახვევენ ჩვენს ქვეყანას ვაი მეოცნებენი. ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის უკუსვლა თვალსაჩინო იქნება არამარტო ჩვენი მოსახლეობისთვის”, - განაცხადა ცისკარიშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ პროცესს აჯამებს და მიიჩნევს, რომ ოპოზიციის მოქმედებამ საბოლოოდ დაადასტურა, რომ კონსენსუსის არარსებობა ოპოზიციის თვითმიზანი იყო.

სწორედ ამიტომ, უმრავლესობა აღნიშნავს, რომ საშემოდგომო სესიაზე დაამტკიცებენ საკონსტიტუციო ცვლილებების ორი მოსმენით მიღებულ ტექსტს რედაქციული შესწორებებით.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."