ვენეციის კომისიის მდივანი - არ მგონია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი მხარე შეგვიძლია დამნაშავედ გამოვიყვანოთ

ვენეციის კომისიის მდივანი - არ მგონია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი მხარე შეგვიძლია დამნაშავედ გამოვიყვანოთ

ჩვენ ვწუხვართ, რომ მოლაპარაკებების ფარგლებში შეუძლებელი გახდა კონსენსუსის მიღწევისთვის საკმარისი ბაზისის გამონახვა, - აღნიშნულის შესახებ სააგენტო "ინტერპრესნიუსთან" საუბარში ვენეციის კომისიის მდივანმა, ტომას მარკერტმა განაცხადა.

მისივე აზრით, შექმნილ ვითარებაში დამნაშავე მხოლოდ ერთი პოლიტიკური მხარე არაა.

"ვფიქრობ, ორივე მხარეს სურს კონსენსუსის მიღწევა, ოღონდ თავიანთი პირობების საფუძველზე. არა მგონია, რომ მხოლოდ ერთი მხარე შეგვიძლია დამნაშავედ გამოვიყვანოთ", - აღნიშნა ტომას მარკერტმა.

ვენეციის კომისიის მდივანი ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის განცხადებას იმის თაობაზე, რომ მმართველმა გუნდმა ქართულ საზოგადოებასთან ერთად ვენეციის კომისიაც მოატყუა.

"მე არ ვიტყოდი, რომ ჩვენ მოტყუებულნი ვართ. ჩვენ გაკვირებულნი ვიყავით, როდესაც მეორე მოსმენით ცვლილებები იყო შეტანილი საარჩევნო სისტემაში. უსიამოვნო სიურპრიზი იყო, როდესაც ტექსტი ამგვარად შეცვალეს", - განაცხადა ტომას მარკერტმა.

ტომას მარკერტის თქმით, შექმნილი ვითარება იდეალური არ არის.

"შექმნილი ვთარება იდეალური არ არის, თუმცა, მეორე მხრივ, თუ შეადარებთ რეგიონის სხვა ქვეყნებს, ვერავინ იტყვის, რომ საქართველო უარესია, ვიდრე რეგიონის სხვა ქვეყნები", - აღნიშნა მარკერტმა.

ტომას მარკერტმა ხაზგასმით დასძინა ისიც, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებამდე ტექსტში გარკვეული ცვლილებები შევა, ვიდრე ეს მეორე მოსმენისას იყო.

"ვფიქრობ, გარკვეული ცვლილებები შევა საკონსტიტუციო რეფორმის ტექსტში იმასთან შედარებით, რა იყო მეორე მოსმენისას", - დასძინა მან.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."