ვინ არიან იმერეთის რეგიონში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატები

ვინ არიან იმერეთის რეგიონში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა იმერეთის რეგიონში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატები დაასახელა.

"ქართული ოცნების" კანდიდატები იქნებიან: ქუთაისში - გიორგი ჭიღვარია; ბაღდათში - არჩილ გოგსაძე; ვანში - ალექსანდრე გოგორიშვილი; თერჯოლაში - ბონდო სოფრომაძე; სამტრედიაში - ვალერიანე ფოცხვერია; საჩხერეში - ბენიამენ ფალავანდიშვილი; ტყიბულში - თემურ ჩუბინიძე; წყალტუბოში - გრიგოლ იოსელიანი; ჭიათურაში - პაატა ნადირაძე; ხარაგაულში - ნიკოლოზ თოფურიძე; ხონში - ლადო ჯურხაძე და ზესტაფონში - კახაბერ მახათაძე.

გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ იმერეთში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატები ამომრჩევლის სრულ მხარდაჭერას მოიპოვებენ. ამის შესახებ პრემიერმა კანდიდატების წარდგენის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ეს ადამიანები არიან "ქართული ოცნების" კანდიდატები, რომლებსაც კარგად იცნობენ რაიონებში, თითოეული მათგანი შერჩეულია კვალიფიციურობის და პროფესიონალიზმის ნიშნით. ეს ის ხალხია, რომლებიც მაქსიმუმს გააკეთებენ ხალხისთვის, "ქართული ოცნება" მათ სრულ მხარდაჭერას და ნდობას უცხადებს. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული მათგანი ამომრჩევლის მხარდაჭერას მოიპოვებს, გამარჯვებას მოიპოვებს და თავს არ დაზოგავს იმერეთისთვის და საქართველოსთვის. იმერეთის გამარჯვება, საქართველოს გამარჯვებაა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."