"ჩემი ძმა გუბეში იწვა, ნაცემი და გაუპატიურებული გადაეგდოთ. ალბათ იფიქრეს, მოკვდაო"

"ჩემი ძმა გუბეში იწვა, ნაცემი და გაუპატიურებული გადაეგდოთ. ალბათ იფიქრეს, მოკვდაო"

22 აგვისტოს, დაახლოებით საღამოს 8 საათზე, გარდაბნის რაიონის სოფელი ყარაჯალა საზარელი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მომსწრე გახდა.

42 წლის ნ. ნ. -ს 15-მდე თანასოფლელმა ჯერ სასტიკად სცემა, შემდეგ კი შამპანურის ბოთლით გააუპატიურა. მოძალადეებმა ფიზიკური და სექსუალური ძალადობის კადრები მობილური ტელეფონით გადაიღეს, შემდეგ კი ინტერნეტსივრცეში გაავრცელეს. როგორც სოფელში ამბობენ, სისასტიკის მოტივი ეჭვიანობა გახდა. კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი დაზარალებული საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს.

როგორც დაზარალებულის მშობლები ამბობენ, ნ. ნ-სთან რუსთავში სოფლიდან 7 კაცი ჩასულა. მას ჯერ თავში ბოთლი ჩაარტყეს, შემდეგ ყარაჯალაში ჩაიყვანეს და სოფლის ბოლოს, მინდორში გაუსწორდნენ. გამოძიებამ ცხელ კვალზე ოთხი პირი დააკავა. როგორც უწყებაში განგვიცხადეს, სამართალდამცველებს იდენტიფიცირებული ჰყავთ ინციდენტში მონაწილე დანარჩენი პირებიც და მიმდინარეობს სამძებრო-საგამოძიებო მუშაობა მათ დასაკავებლად. დაზარალებულის ოჯახი ყველა დამნაშავის დაკავებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, რადიკალური ზომებითა და ქალის დასჯით იმუქრებიან.­ რაც შეეხება 30 წლის ქალის, შ. ო-ს­ ოჯახს, მათი თქმით, ნ. ნ. ქალს მასთან სექსუალურ კავშირს აიძულებდა, უარის შემთხვევაში კი ქმრისა და ძმის მოკვლით ემუქრებოდა. ომაროვების ოჯახი სოფლიდან გაქცეულია.

ბ. ნ. დაზარალებულის დედა: "ყველანი უნდა დაიჭირონ, ვინც ეს სისასტიკე ჩაიდინა, თუ არა და, ჩვენ გავუსწორდებით იმ გოგოს. ის უწესო ქალი თვითონ იწვევდა ჩემს შვილს, ეუბნებოდა, რომ მასთან ყოფნა უნდოდა. როგორც ჩემს შვილს მოექცნენ, ისე მოვექცევით იმ

არაადამიანებს. როგორც ვიცი, ქალის ქმარი, ძმა და მათი მეგობარია დაკავებული. ამხელა სისასტიკე ჩაიდინეს, ქათამი ხომ არ დაუკლავთ? ამ ქალისთვის ჩემი ვაჟი განა პირველი კაცია, მანამდე ოთხი საყვარელი გამოიცვალა. დღეს ჩემს შვილს მოკლავენ, ხვალ სხვისას და ამ ქალის გამო უნდა გაწყვიტონ სოფელი? დამნაშავეებს თუ არ დააკავებენ და ის ქალიც არ დაისჯება, ამას მე გავაკეთებ - ისევე მოვატეხ ხელ-ფეხს და კისერს, როგორც ჩემს შვილს მოსტეხეს".

განაგრძეთ კითხვა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ