ჩინეთის ერთ-ერთმა საავიაციო კომპანიამ საზღვაო მოიერიშე J-15 შექმნა, რომელიც რუსული Су-33-ის ზუსტი ანალოგია.
ჩინელმა კონსტრუქტორებმა ამ ახალი მოიერიშის შექმნისას უტიფრად გამოიყენეს საბჭოთა დროის Т10К-ის ტექნოლოგიები, რომელიც თავის დროზე ჩინეთში უკრაინიდან მოხვდა.
მანამდე პეკინი მოსკოვთან 50 Су-33-ის შეძენაზე ვაჭრობდა, თუმცა მოგვიანებით მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. რუსები შიშობდნენ, რომ ჩინელებს არა თვითმფრინავები, არამედ საიდუმლო ტექნოლოგიის გადაღება აინტერესებდათ.
რუსული სამხედრო თვითმფრინავების ”გაჩინურების” ეს პირველი შემთხვევა არ არის. რამდენიმე წლის წინ მოხერხებულმა ჩინელებმა Су-27СМК–ის ზუსტი ასლი შექმნეს და მას J-11B დაარქვეს.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.