ალექსანდრე ჯეჯელავა - ვაშლების დარიგების კამპანიის მიზანია, ბავშვების ყურადღება "სუხარებიდან" და შაქრიანი სასმელიდან გადავიტანოთ ჯანსაღ პროდუქტზე

ალექსანდრე ჯეჯელავა - ვაშლების დარიგების კამპანიის მიზანია, ბავშვების ყურადღება "სუხარებიდან" და შაქრიანი სასმელიდან გადავიტანოთ ჯანსაღ პროდუქტზე

ვაშლების დარიგების კამპანიის მიზანია, ჩვენი ბავშვების ყურადღება "სუხარებიდან" და შაქრიანი სასმელიდან გადავიტანოთ ჯანსაღ პროდუქტზე, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ სკოლებში ვაშლების დარიგების კამპანიასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, პროექტი მზად არის, თუმცა ალექსანდრე ჯეჯელავას არ დაუკონკრეტებია, გამოცხადებულია თუ არა ტენდერი ან რომელი კომპანია შეიტანს ვაშლს სკოლაში.

"ეს არის ჩვენი ჯანსაღი ცხოვრების კამპანიის ნაწილი და, შესაბამისად, სექტემბრიდან დეკემბრამდე თბილისის ზოგიერთ მსხვილ სკოლაში, კვირაში ერთხელ გვექნება ეს კამპანია", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."