ავიაკომპანია EasyJet ვულკანური ფერფლის წინააღმდეგ ინფრაწითელ რადარს გამოიყენებს

ავიაკომპანია EasyJet ვულკანური ფერფლის წინააღმდეგ ინფრაწითელ რადარს გამოიყენებს

ბრიტანეთის საბიუჯეტო ავიაკომპანია EasyJet თავის თვითმფრინავებს ახალი დანადგარით აღჭურვავს, რომელიც საშუალებას მისცემს პილოტს ვულკანური ფერფლის ღრუბელი წინასწარ ამოიცნოს და აერიდოს.

დანადგარს, რომლის რადარის მუშაობის პრინციპი ინფრაწითელ გამოსხივებაზეა აგებული, ღრუბლის ამოცნობა 15 ათას მეტრ სიმაღლეზე, 100 კმ-ის დაშორებით შეეძლება.

2010 წლის აპრილში ისლანდიაში ამოფრქვეული ვულკანის ფერფლმა ევროპის საჰაერო მიმოსვლა მნიშვნელოვნად შეაფერხა. შედეგად, მნიშვნელოვნად დაზარალდნენ ევროპული ავიაკომპანიები, ყველაზე მეტად კი კომპანია EasyJet, რომლის დანაკარგმა 110 მლნ დოლარი შეადგინა.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)