ცხარე კამათი პირდაპირ ეთერში დეკანოზ მამალაძის ადვოკატსა და ირაკლი მამალაძეს შორის - "მკვლელებს აფარებთ ხელს..."

ცხარე კამათი პირდაპირ ეთერში დეკანოზ მამალაძის ადვოკატსა და ირაკლი მამალაძეს შორის - "მკვლელებს აფარებთ ხელს..."

"პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" ე.წ. ციანიდის საქმის მოწმე ირაკლი მამალაძესა და ადვოკატ მიხეილ რამიშვილს შორის დებატები ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობს. ორივე მხარემ ერთმანეთს მორალი დაუწუნა.

როგორც ირაკლი მამალაძემ განაცხადა, "დამნაშავეთა ჯგუფი" არ დასახელდა, რაზეც მიხეილ რამიშვილმა რეპლიკით უპასუხა, რომ თავად ირაკლი მამალაძე იყო ჯგუფის წევრი.

"ხან ჯაშუში მეძახეთ. დიახაც, ჩემი ქვეყნის სასარგებლოდ ვიჯაშუშებ კიდეც. თუ ჩემს ქვეყანას დასჭირდება, სიამოვნებით ვიჯაშუშებ, თქვენ კი აფარებთ ხელს მკვლელებს, რომელიც აპირებდა ბერლინში ციანიდის წაღებას და იქ უბედურების დატრიალებას. მე პირველ რიგში ჩემი თავი გადავარჩინე, თორემ მამალაძის გვერდზე ვიჯდებოდი, შეიძლებოდა თქვენს იმედად ვყოფილიყავი და დავიღუპებოდი კიდეც. ან უნდა მივსულიყავი პროკურატურაში ან უნდა გადავმხტარიყავი მტკვარში", - მიმართა ირაკლი მამალაძემ მიხეილ რამიშვილს. ირაკლი მამალაძის თქმით, მან დაასახელა სოსო ოხანაშვილი და ტარას შავშიშვილი, რომლებიც ჯგუფის წევრები შეიძლებოდა ყოფილიყვნენ.

ნახეთ ვიდეო

"სასულიერო პირები რატომ არ დაასახელე? ჩვენებაში გიწერია, რომ მეუფე დიმიტრიც დაასახელე. ჩვენებაში სამი პირი, მეუფე დიმიტრი, ტარას შავშიშვილი და სოსო ოხანაშვილი გიწერია. რომ მცოდნოდა, რომ აქ იყავი, შენს ჩვენებას წამოგიღებდი", - მიმართა მიხეილ რამიშვილმა მამალაძეს.

ირაკლი მამალაძემ განაცხადა, რომ მას ჩვენებაში მეუფე დიმიტრი არ ჰყავს დასახელებული.

"ჩემი პროგნოზია, რომ საზღვრების გახსნის შემდეგაც კი ადგილი არ ექნება კორონავირუსის მკვეთრ მატებას" - თენგიზ ცერცვაძე

"ეს არის სერგეენკოს და გარკვეულწილად "ავერსი ფარმას" ბრალი" - რატომ დაუპირისპირდა თენგიზ ცერცვაძე დავით სერგეენკოს?

პოლიცია დედოფლისწყაროში მცხოვრებ ორ მოზარდს ეძებს