ავტორი:

"ჩემი პროგნოზია, რომ საზღვრების გახსნის შემდეგაც კი ადგილი არ ექნება კორონავირუსის მკვეთრ მატებას" - თენგიზ ცერცვაძე

"ჩემი პროგნოზია, რომ საზღვრების გახსნის შემდეგაც კი ადგილი არ ექნება კორონავირუსის მკვეთრ მატებას" - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა ან არ იქნება, ან იქნება გაცილებით უფრო რბილი, ვიდრე ეს იყო პირველი ტალღა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საერთაშორისო საზღვრების გახსნის შემდეგაც კი კოვიდინფიცირებულების ოდენობა მნიშვნელოვნად არ მოიმატებს.

"ჩემი პროგნოზია, რომ საქართველოში საპასუხო ღონისძიებები გატარებული იყო იმდენად დროულად, რაციონალურად და პროპორციულად და შედეგები არის იმდენად მდგრადი, რომ საერთაშორისო საზღვების გახსნის შემდეგაც კი ადგილი არ ექნება მკვეთრ, მნიშვნელოვან მატებას. რაც შეეხება მეორე ტალღას გვიან შემდგომაზე, ის ან არ იქნება ან იქნება გაცილებით უფრო რბილი, ვიდრე ეს იყო პირველი ტალღა.

გარანტირებულად და თითქმის სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ საქართველოს მოსახლეობა და მისი უსაფრთხოება არის დაცული და მას შეუძლია თავის თავს უფლება მისცეს იცხოვროს და იმუშაოს სრულფასოვანდ და კონსტრუქციულად", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ის კოვიდის მხრივ საქართველოში ეპიდსიტუაციას აფასებს, როგორც "ძალიან კარგს".

"იმ სიტუაციაში, როცა მთელ მსოფლიოში იზრდება ახალი შემთხვევების რიცხვი და ყოველდღე მყარდება ახალ -ახალი რეკორდი. ამ სიტუაციაში საქართველომ მიაღწია ახალი შემთხვევების მინიმიზაციას და შეინარჩუნა ეს მაჩვენებელი. ყველა აღიარებს, ენდიაი-ს კვლევის შედეგებიც დადებულა. საქართველოს ხელისუფლებამ და ექიმებმა დროულად მოახერხეს საპასუხო ღონისძიებების განხორციელება, რაც ვერ მოახერხა მსოფლიოში პრაქტიკულად ვერცერთი ქვეყნის მთავრობამ. მთავარია, რომ შედეგებს, რომელსაც საქართველომ მიაღწია, მდგარდობა შეინარჩუნოს. საქართველო პრაქტიკულად ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მიღწეული შედეგების მდგრადობაა. მატება ან არ იყო ან იყო მინიმალური. თან ეს მატებაც ლოკალიზებული იყო ერთ ადგილზე ან ტრაილერის მძღოლთა შორის. ერთადეთი გამოცდა, რომელსაც საქართველომ უნდა გაუძლოს და ვნახოთ გაუძლებს თუ არა, ეს არის საერთაშორისო ფრენების და ტურიზმის გახსნა. ყველა სხვა გამოწვევას გავუძელით და სისტემა გამოდგა მდგრადი. რა იქნება საერთაშორისო მიმოსვლის გახსნის შემდეგ, ამის თქმა არ შეიძლება"- განაცხადა ცერცვაძემ.

"ბოლო რეისზე მცირეწლოვანი ბავშვი იყო, ზოგი დამსვენებელია, ზოგი კი ადგილობრივი" - რაჭაში სამაშველო ღონისძიებები განახლდა

"ერთ რეისზე ბავშვიც იყო... ზოგს სამედიცინო დახმარება დასჭირდა" - ფოტოები სტიქიის ზონიდან, საიდანაც 100-მდე ადამიანის ევაკუაცია მოხდა

მაკა ასათიანი შვილიშვილთან ერთად - რა ფოტოს აქვეყნებს დიზაინერის რძალი