კომპანიამ Nokia წარმოადგინა დამტენი მოწყობილობა იმ მობილური ტელეფონებისთვის, რომლებიც სპეციალურად ველოსპედებისთვისაა შექმნილი.
მოწყობილობა ერთვის კომპლექტს Bicycle Charger Kit, რომელშიც ასევე წარმოდგენილია ტელეფონის სამაგრი და დინამო-გენერატორი, რომელიც ენერგიას ველოსიპედის ბორბლის ბრუნვისგან გამოიმუშავებს.
კომპანიამ ასევე წარმოადგინა ახალი, C ოჯახის, ორ SIM-კარტიანი, ოთხბიუჯეტიანი აპარატი, რომლის გასაყიდი ფასი 45 ევროს არ აღემატება.
ახალი მობილური ტელეფონი, დატენვის გარეშე, ლოდინის რეჟიმში 6 კვირას იმუშავებს, რაც Nokia-ს ტელეფონებისთვის რეკორდული მაჩვენებელია.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.