სიდნეის სიახლოვეს ერთ-ერთი რესტორნის მესვეურებმა ტრადიციული მენიუს დაფა iPad-ის პლანშეტით შეცვალეს.
ამიერიდან ნოვატორი რესტორნის, Global Mundo Tapas-ს კლიენტებს კერძების შეკვეთა თითის ერთი დაჭერით შეეძლებათ.
iPad-ზე ყოველი კერძის დასახელებას თან ერთვის ფოტო და შემადგენლობა. შეკვეთას კლიენტი უკაბელო სადენით პირდაპირ რესტორნის სამზარეულოში გადაგზავნის.
მომავალში, სერვისის გაუმჯობესების მიზნით, რესტორნის ხელმძღვანელობა აპირებს iPad-ის მეშვეობით კლიენტს ურჩიოს და შესთავაზოს ის კერძები, რომელიც ამინდს ან თავად კლიენტის გუნება-განწყობას მიესადაგება.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.