"არც თქვენი სკამი მინდა, არც თანამდებობა, მაგრამ მეგობრები როგორ დამაკარგინეთ?" - მელორ ვაჩნაძე მთავრობას და ყოფილ თანამებრძოლებს მიმართავს

"არც თქვენი სკამი მინდა, არც თანამდებობა, მაგრამ მეგობრები როგორ დამაკარგინეთ?" - მელორ ვაჩნაძე მთავრობას და ყოფილ თანამებრძოლებს მიმართავს

წარსულში პოლიტიკურად აქტიური მელორ ვაჩნაძე, რომელიც "ოცნების" მთავრობის მოსვლის შემდეგ, ციხიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდა, ფეისბუქის პირად გვერდზე ვრცელ და საკმაოდ სკანდალურ პოსტს წერს. მასში მოიხსენიებს თავის ყოფილ თანამებრძოლებს, რომლებთან ერთად სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძოდა და რომლებიც ახლა, "ოცნების" ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებზე დაინიშნენ, თუმცა ძველი მეგობარი დაივიწყეს. ვრცელ პოსტთან ერთად, მელორ ვაჩნაძე რამდენიმე ფოტოსაც ავრცელებს, რომლებზეც ლევან გოგიჩაიშვილთან, დაჩი ცაგურიასთან, მიშა მესხთან და სხვებთან ერთადაა ასახული.

"არ ვიძახი რომ ანგელოზი ვარ და არაფერი დამიშავებია საერთოდ... მაგრამ ვის ტვინში მოიხარშა, რომ ეს ზოგიერთ შემთხვევაში ათი წლის თანამებრძოლები ესე დავეშალეთ და გავეთითოკაცებინეთ... ალბათ ჩემი ბრალიცაა, რომ პატარ-პატარა კონფლიქტები, დიდში გადაიზარდა და კონკურენცია არაჯანსაღი გამხდარიყო...

ჯაბა ჯიშკარიანის წარდგენაზე ლევან გოგიჩაიშვილი გვერდზე მედგა და ერთმანეთს არ მივესალმეთ, არადა ამდენი ბრძოლა ციხემდე... ერთად ოთხი წელი ციხეში... ერთმანეთს გლდანის ციხეში რომ შევხვდით ისე გაგვიხარდა თავისუფლება ვიგრძენით და ციხის მერეც 24 საათი ერთად მის წარდგენამდე. ალბათ მოთხოვნა იყო ვინმე პროპაგანდისტი მამის...

მართლა გული მწყდება ამ ყველაფერზე, არც თქვენი სკამი მინდა არც თანამდებობა, მაგრამ ეს ერთ დროს ჩემი მეგობრები როგორ დამაკარგინეთ? მთავრობას მივმართავ ასე რამ გაგაბოროტათ? პიროვნებებს რომ ებრძვით და მეგობრები, რომ გადაკიდეთ ერთმანეთს? (ნაცებმა რაც ვერ მოახერხეს)

ჯაბა მართლა გამიხარდა შენი ზარი, მაგრამ ბევრი 24 საათი ჩემს სახლში, ოფისში თუ მანქანაში რომ იყო და ოჯახის წევრად მიმაჩნდა ერთხელ არ დარეკავს არ იკითხავს ცოცხალი ვარ მკვდარი ვარ... ორი შვილის მამა რითი ვცხოვრობ ან სად ვცხოვრობ. მართალი იყო ერთი ჩემი უფროსი მეგობარი... "ან უნდა ბევრი გქონდეს და სჭირდებოდე, ან ეშინოდეს"... 90% სიმართლეა არავის აღარც ეშინია (მთავრობას) და აღარც მაქვს მიშა მესხის, დაჩი ცაგურიას და ა.შ. ნაირებს ეხება (მოყვარეს პირში უძრახე...) მაგრამ ერთს ვიტყვი, თუ პირველი ნაბიჯი გადასადგმელია, მე გადავდგამ და ყველას ბოდიშს მოვუხდი თუ რამე შემეშალა მეგობრობაში ან საქმეში (მიუხედავად იმისა რომ ასე არ ვფიქრობ და თუ ვცდები მიმითითეთ).

დაფიქრდით ბიჭებო ეს ცხოვრება იმდენად მოკლეა და მოულოდნელობებით სავსე, დანაშაულის დროულად აღიარება შეიძლება ვერ მოასწროს კაცმა!!!

პ.ს. ყველას გისურვებთ დიდ გამარჯვებებს და უფლის წყალობას!!! საჯაროდ ვდებ პირობას რომ მე თქვენი მტერი არასოდეს გავხდები, სულ რომ ჩემი არსებობა იყოს ამაზე დამოკიდებული!!!

პ.ს.ს. მთავრობის იმ წევრებს რომლებთან ერთადაც წლები ვიბრძოდი ნუთუ ერთი სიტყვა არ დავიმსახურე, რომ შეგეწიათ ჩემთვის ან 4-წლიანი იგნორი რითი დავიმსახურე? უბრალოდ არ გიყვართ ამაყი და თავმოყვარე ადამიანები... (კაბინეტებთან ატუზვა ვერ დავამუღამე, მე მაპატიეთ) მე მრცხვენია თქვენი უტიფრობის მაგივრად!!! თქვენი დავიწყებული მეგობარი: მ. ვაჩნაძე" - წერს მელორ ვაჩნაძე ვრცელ პოსტში.

ნანუკა ჟორჟოლიანი შრი-ლანკაზე შვილებთან ერთად ისვენებს - ნახეთ ფოტოები

"მინდა მთელი საქართველო იცნობდეს ამ ორ ადამიანს" - 2 წლის ანიტა ფაცაციას მკურნალობის ხარჯებს ინდოელი ბიზნესმენი დაფარავს

მაკა ასათიანი ბებია ხდება - ნახეთ, როგორ გამოიყურება დიზაინერის ორსული რძალი