ვინ აპირებს მიხეილ სააკაშვილთან დახვედრას უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე - ექსპრეზიდენტი 10 სექტემბრის გეგმებზე

ვინ აპირებს მიხეილ სააკაშვილთან დახვედრას უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე - ექსპრეზიდენტი 10 სექტემბრის გეგმებზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მის დასახვედრად, 10 სექტემბერს ყველა ოპოზიციური პოლიტიკური ძალის წარმომადგენლის ჩასვლა იგეგმება, მათ შორის იულია ტიმოშენკოც იქნება, - ამის შესახებ სააკაშვილმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" ბრიუსელიდან ჩართვისას განაცხადა.

"რაც მე ვიცი, ყველა ოპოზიციური ძალის წარმომადგენელი აპირებს ჩამოსვლას, ყველა, ვინც რამეს წარმოადგენს, დაწყებული იულია ტიმოშენკოთი და გრიცენკოთი, რომელიც ძალიან პოპულარული პოლიტიკოსია. ლვოვის მერმა განაცხადა, რომ მისი გაერთიანება დაგვხვდება საზღვარზე და თვითონ ლვოვში მელოდება ეგრევე. ძალიან ბევრი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწეები, საზოგადოებისთვის ცნობილი ხალხი, ბევრი ჩვეულებრივი მოქალაქე, დნეპროპეტროვსკიდან, რომელიც აქედან მოშორებულია, ალბათ, 1500 კილომეტრით, ჩამოდის რამდენიმე ასეული ფერმერი, თავისი ტრანსპორტით, თვითონ ორგანიზებული, რათა დამხვდეს. დნეპროპეტროვსკის ისე შეეშინდა ხელისუფლებას, ხალხი ამ სიშორიდან მოდის ჩემს დასახვედრად, რომ ჩაატარა სპეციალური თათბირი დნეპროპეტროვსკის საოლქო ადმინისტრაციის გუბერნატორმა და შეხვედრის სათაური იყო "სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის გავლენა დნეპროპეტროვსკის ოლქში სოციალურ-პოლიტიკურ ვითარებაზე და ჩვენი განმარტებითი სამუშაო მოქალაქეებთან". სად დნეპროპეტროვსკი, სად მე, სად უკრაინა-პოლონეთის საზღვარი?! რაღაც ძალიან უჩვეულო ხდება უკრაინაში", - განაცხადა სააკაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."