"ჯერ კიდევ არ ვიცით, რა შედეგები მოჰყვება წითელას აფეთქებას 10-15 წლის შემდეგ" - პაატა იმნაძე საშიშ ეპიდემიებზე

"ჯერ კიდევ არ ვიცით, რა შედეგები მოჰყვება წითელას აფეთქებას 10-15 წლის შემდეგ" - პაატა იმნაძე საშიშ ეპიდემიებზე

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მტკიცებით, აცრა ყოველწლიურად მილიონობით ბავშვს იცავს სიკვდილის, დამბლის, სიბრმავის, გონებრივი ჩამორჩენილობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის სხვა გართულებებისგან.

ამბობენ, რომ კაცობრიობა მედიცინის სხვა არცერთ მეცნიერებასთან არ არის ისეთ ვალში, როგორც იმუნიზაციასთან...

ამის მიუხედავად, მშობელთა გარკვეულ ნაწილს გათვითცნობიერებული არა აქვს, თუ რა პრობლემების გამოწვევა შეუძლია აცრაზე უარის თქმას. მართალია, საქართველოში გეგმიური აცრები ტარდება, მაგრამ ამ კამპანიას გარკვეულ რეგიონებში მოცვის სასურველი მაჩვენებელი არ აქვს. ამის გამო ბოლომდე ვერ ხერხდება საშიში დაავადებების საბოლოო დამარცხება და პერიოდულად ეპიდემიები მაინც გვიტევენ.

mshoblebi.ge აღნიშნულ თემაზე სასუბროდ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილეს მეცნიერების დარგში, პაატა იმნაძეს გაესაუბრა.

- რა ეპიდემიური აფეთქებები გამოიწვია საქართველოში აცრაზე უარის თქმამ?

- საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ წლებში დიფტერიის საკმაოდ დიდი ეპიდემია გვქონდა. მიზეზი სწორედ იყო, რომ დამოუკიდებლობის პირველ წლებში შემცირდა აცრების რაოდენობა. სამი წელი მოვუნდით დიფტერიის ეპიდემიის დამარცხებას საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით. ეპიდემიამ 144 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

მაშინ საქართველოში 3,5 მილონი ადამიანი ავცერით. ვაქცინები ასაკის გათვალისწინებით კეთდებოდა და ძალიან დიდი კამპანიები გატარდა. საბოლოოდ 1996 -1997 წლებში მოხერხდა დიფტერიის დამარცხება.

2003-2004 წლებში ქვეყანაში წითელას ეპიდემია გვქონდა. დაავადების 8391 შემთხვევიდან გარდაიცვალა - 9;

მაგ პერიოდში წითელაზე ვაქცინაცია კეთდებოდა, მაგრამ ერთი დოზა არ იყო საკმარისი დაავადებისგან თავის დასაცავად. აქედან გამომდინარე, 2008 წელს აუცილებელი გახდა ახალგაზრდების ვაქცინაცია, რადგან კვლევებით დასტურდებოდა, რომ ეს იყო ყველაზე ამთვისებელი ჯგუფი. სამწუხაროდ 2008 წელს დაგეგმილი იყო 1 მილონი ადამინის აცრა და მხოლოდ ნახევარი მილიონი ადამიანის აცრა მოხერხდა, რადგან მასმედიამ ანტივაქცინური კამპანია წამოოწყო და ფაქტობრივად ჩაგვიშალა ეს კამპანია. საბოლოოდ კი მივიღეთ ის, რომ 2013 წელს მოგვიბრუნდა წითელას ეპიდემია და ძირითადად დედების და მამების თაობა იყო ავად.

წლამდე ასკის ბავშვი რომ წითელათი ავად ხდება, შემდეგ არის იმის რისკი, რომ ამ ბავშვს დაემართება ქვემწვავე პანენცეფალიტი, რომელიც ძალიან მძიმე გართულებაა წითელასი და სასიკვდილოა. განაგრძეთ კითხვა

სასულიერო პირებმა თბილისის ქუჩები აკურთხეს - ნახეთ ფოტოები

კომპანია "თბილისის მიკროავტობუსი" განცხადებას ავრცელებს

ხვალიდან ავტობუსის კონტროლიორები აღარ იმუშავებენ - რა ცვლილებები შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს