ავტორი:

ხვალიდან ავტობუსის კონტროლიორები აღარ იმუშავებენ - რა ცვლილებები შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს

ხვალიდან ავტობუსის კონტროლიორები აღარ იმუშავებენ - რა ცვლილებები შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს

ხვალიდან თბილისის სატრანსპორტო სამსახურის კონდუქტორების მუშაობა შეჩერდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მიუხედავად ამისა, ისინი სახელფასო ანაზღაურებას უწყვეტად მიიღებენ.

"ხვალიდან, ასევე დროებით შეჩერდება თბილისის სატრანსპორტო სამსახურის კონდუქტორების მუშაობა. რა თქმა უნდა, ეს არ შეაფერხებს მათ სახელფასო ანაზღაურებას და ყველა ადამიანი უწყვეტად მიიღებს კუთვნილ სახელფასო თანხებს.

თბილისის მერია, შესაბამის უწყებებთან ერთად აქტიურ რეჟიმში მუშაობს ვირუსის გავრცელების საფრთხის პრევენციისთვის. თუმცა, ამ გამოწვევის დაძლევას ჭირდება, როგორც სახელმწიფოს გამართული მუშაობა, ისე საზოგადოების კონსოლიდაცია, მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და დისციპლინა“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, ხვალიდან, მძღოლის სივრცე იზოლირებული იქნება ავტობუსის დანარჩენი ნაწილისგან.

“რაც შეეხება მუნიციპალურ ტრანსპორტს, საზოგადოებამ იცის, რომ ყოველდღიურად ხდება თბილისის მეტროს და ავტობუსების დეზინფექცია და მაქსიმალურად არის დაცული ჰიგიენის ნორმები.ხვალიდან თბილისის ავტობუსებში შეიცვლება გარკვეული მომსახურების წესები. მოხდება მძღოლის სივრცის იზოლირება ავტობუსის დანარჩენი ნაწილისგან და უსაფრთხოების დისტანციის დაცვა. მოქალაქეები ისარგებლებენ ავტობუსის მხოლოდ უკანა კარით და მძღოლთან უშუალო შეხებაში აღარ იქნებიან. ეს აუცილებელი ღონისძიებაა, ავტობუსის მძღოლების უსაფრთხოების დაცვისთვის და შესაბამისად, მგზავრების უსაფრთხო მომსახურებისთვის”, - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერი მოუწოდა მოსახლეობას განსაკუთრებული საჭიროების გარეშე ქალაქში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

"ქართველებს არაერთხელ დაგვიმტკიცებია, რომ მძიმე მომენტებში შეგვიძლია გაერთიანება და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოვლენა. ამ სიტუაციაში კი, რაც ასევე განსაკუთრებულად მოგვეთხოვება თითოეულ ჩვენგანს, ეს დისციპლინა, თანმიმდევრულობა და რეკომენდაციების ზედმიწევნით გათვალისწინებაა. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ჩვენ თანამოქალაქეებს, მოერიდოთ სახალხო თავშეყრის ადგილებს, განსაკუთრებული საჭიროების გარეშე ქალაქში გადაადგილებას, დაიცვათ რეკომენდაციები და სახელმწიფო, მათ შორის მუნიციპალური სერვისებით ისარგებლოთ მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში. გისურვებთ ჯანმრთელობას!“ - განაცხადა კალაძემ.

ამასთან, როგორც ცნობილია, ხვალიდან სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა იკრძალება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვები 195-მდე გა­ი­ზარ­და

თბილისის მერია 300 მიკროავტობუსის შესაძენად გამოცხადებულ ტენდერს დროებით აჩერებს

კახეთში გოგონას ხელის სათხოვნელად მისული სასიძო და მისი მეგობრები "კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის" დარღვევისთვის დააჯარიმეს