ფოტოამბავი: 2003 VS 2017 - მიშა წალენჯიხიდან თბილისისკენ და ჟეშოვიდან უკრაინის საზღვრამდე

ფოტოამბავი: 2003 VS 2017 - მიშა წალენჯიხიდან თბილისისკენ და ჟეშოვიდან უკრაინის საზღვრამდე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლონეთის ქალაქ ჟეშოვიდან უკრაინის საზღვარზე, "კრაკოვეცის" გამშვებ პუნქტში მიემგზავრება. ავტობუსში სააკაშვილთან ერთად დეპუტატთა ჯგუფია, რომელიც მას "კრაკოვეცის" გამშვებ პუნქტში მიჰყვება.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სამოქმედო გეგმა არ გააჩნია იმ შემთხვევისთვის თუ მას უკრაინაში არ შეუშვებენ.

ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ უკრაინაში შესვლას თავის შვილთან ერთად აპირებს. "არანაირი მაიდანის მოწყობას არ ვგეგმავ. უბრალოდ უკრაინაში შესვლა მსურს", - განაცხადა მან.

იხილეთ ვიდეო: კადრები, როგორ დაიძრა მიხეილ სააკაშვილი ავტობუსით უკრაინის საზღვისკენ

ამ ფოტომ ბევრს გაახსენა ცნობილი კადრი წარსულიდან: 14 წლის წინ, 2003 წლის რევოლუციის პერიოდიდან. როცა 21 ნოემბერს საპროტესტო აქციების ორგანიზატორმა ოპოზიციურმა პარტიებმა მხარდამჭერები რეგიონებიდან თბილისისკენ დაძრეს. ავტოკოლონას წინ მოუძღოდა წალენჯიხის ავტობუსი, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."