პოლონელმა მესაზღვრეებმა მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მხარეს გაატარეს

პოლონელმა მესაზღვრეებმა მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მხარეს გაატარეს

"შეგინის" გამშვებ პუნქტზე პოლონელმა მესაზღვრეებმა მიხეილ სააკაშვილი საზღვრის უკრაინის მხარეს გაატარეს. ამის შესახებ გამოცემა "უკრაინსკაია პრავდა" იუწყება.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის მხრიდან მომავალი მძღოლები ამბობენ, რომ საზღვრის უკრაინულ მხარეს უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია. ასევე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები.

აქამდე როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, ის უკრაინაში დაბრუნებას "კრაკოვეცის" გამშვები პუნქტის გავლით აპირებდა მას შემდეგ, რაც მატარებლით დაბრუნება ვერ მოახერხა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."