"დედამიწა სუფთავდება...სამი წელი იბობოქრებს გრიგალი, წყალდიდობები, ტაიფუნი" - ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება აშშ-სა და ევროპაში მოსალოდნელ სტიქიაზე

"დედამიწა სუფთავდება...სამი წელი იბობოქრებს გრიგალი, წყალდიდობები, ტაიფუნი" - ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება აშშ-სა და ევროპაში მოსალოდნელ სტიქიაზე

ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია "ფეისბუქის" გვერდზე ამერიკასა და ევროპაში მოსალოდნელი სტიქიების შესახებ წინასწარმეტყველებებას აქვეყნებს:

2006 წელი, 22 მარტი.

ვხედავ, ევროპასა და ამერიკას თავს დაატყდება ბუნების რისხვა.

დიდი ცვლილებებია კოსმოსში. სამი წელი იბობოქრებს გრიგალები, წყალდიდობები, ტაიფუნები და ა.შ. ვხედავ, დედამიწა სუფთავდება.

2008 წელი, 1 მარტი.

ადამიანებს ძალიან გაუჭირდებათ. ფრთხილად! დედამიწა იცვლება... მდინარეებიც იცვლიან კალაპოტს. ზოგი საერთოდ გაქრება, დაშრება და ყველაფერში კი ადამიანია დამნაშავე. მიძინებული ვულკანები, რომელთაც ასეული წლებია ძინავთ, ამოიფრქვევა. დიახ, ასეთია ბედისწერა.

განსაკუთრებით ცუდ დღეში ამერიკა ჩავარდება, სტიქია ათმაგად დაატყდება თავს.

2010 წელი, 15 აპრილი, თბილისი.

ბუნება თითქოს სამაგიეროს უხდის ადამიანებს უდიერად მოპყრობის გამო. ვხედავ დიდ ცვლილებებს. დედამიწა სუფთავდება! მიწისძვრები, წყალდიდოებები, ვუკლანების ამოფრქვევები… მოკლედ ბუნება იცვლება, მაგრამ დედამიწა არსად ქრება! ბუნებაც თანდათან ჩაწყნარდება.

მომავალში, შორეულ მომავალში, ვხედავ, წარმოიქმნება ახალი კუნძულები. ამას მოჰყვება ახალი ქალაქები და უამრავი სიახლე. დედამიწა სახეს იცვლის. ასე იყო წარსულშიც, როცა ბევრი ცივილიზაცია დაინგრა, წყალმა დაფარა და ა.შ. და ა.შ. მაგრამ, რა თქმა უნდა, ხალხიც გადარჩა და დედამიწამაც განაგრძო არსებობა.

ვხედავ, ბუნება ცვლის დედამიწაზე ბევრ რამეს, რასაც არც ადამიანები ჩამორჩებიან. არის ომები, იყენებენ ყველა სახის იარაღს, რომელსაც სიკვდილი მოაქვს კაცობრიობისთვის. ეს ბედისწერაა? ასეთია ნება კოსმოსიდან!

2010 წელი, 20 აგვისტო, ურეკში ვარ.

ამერიკისთვის ბუნების ეს მოვლენები [კატასტროფები] უცხო არ არის, მაგრამ ვხედავ, ამ მოვლენების სიძლიერე ორჯერ იზრდება და ამერიკელებსაც მოუწევთ ამის გადატანა. თუმცა ისინი უფრო მობილიზებულები და მომზადებულები არიან, ვიდრე, ვთქვათ, რუსეთი...

2011 წელი, 17 მაისი,

თბილისი, დილის 6 საათი.

დიდი წყალდიდობები გადაუვლის ამერიკასაც, თუმცა დიდი ქალაქი არ ჩაიძირება! მხოლოდ წყლის დიდი ტალღა გადაუვლის და მეტი არაფერი, ანუ, როგორც ვხედავ, ქალაქი არ ინგრევა!

2013 წელი, 15 თებერვალი.

ვხედავ დიდ მდინარეს, რომელიც ამერიკის რამდენიმე ქალაქს დიდ ზიანს მიაყენებს. ალბათ, ეს ის ადგილია, სადაც კომპაქტურად არიან დასახლებულები ინდიელები. იქნება პანიკა, მაგრამ თითქოს მდინარე დაწყნარდება. არ მოტყუვდეთ: საჭიროა მოსახლეობა გახიზნოთ! ეს ასეც მოხდება. ხალხს გაიყვანენ და ბევრი ადამიანი გადარჩება.

ამერიკა საერთოდ "მდიდარია" ბუნებრივი კატაკლიზმებით, განსაკუთრებით, ქარიშხლებით. მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ მოდის დრო, როცა ეს ქარიშხლები მიმართულებას იცვლიან და ისეთი ძალით აღარ არტყამენ შტატებს.

2013 წელი, 26 მაისი.

ევროპაში დიდი წყალდიდობები იქნება და ამერიკაშიც ვხედავ დიდ ქარიშხალს. სტიქია უმსხვერპლოდ არ ჩაივლის. ვხედავ, სადაც ტორნადომ უნდა გაიაროს, ის ადგილები კარგად იციან მეცნიერებმა. ეს ქარიშხლები ერთი და იგივე გზით მოძრაობს, ანუ ტორნადო ჰგავს მდინარეს, რომელიც მუდმივად თავის კალაპოტში მიედინება. ამიტომ ხელისუფლებამ ეს ტერიტორიები უბედურების ზონად უნდა გამოაცხადოს და ხალხი გაიყვანოს იქიდან. მთავრობამ უნდა გაიღოს თანხები და ადამიანები უსაფრთხო ადგილებში გადაასახლოს, ანუ გააშენოს ახალი დასახლებული პუნქტები. ტორნადო ისე ანადგურებს ქალაქებს, ისე აღგვის მათ მიწის პირისაგან, რომ მთელს არაფერს ტოვებს და რა აზრი აქვს იმ ადგილებში ქალაქების აღდგენას, თუკი იცი, რომ დღეს თუ ხვალ იქ კვლავ დაანგრევს სტიქია ყველაფერს? ამით ბევრ ადამიანს სიცოცხლესაც შეუნარჩუნებენ და მთავრობაც დიდ თანხებს დაზოგავს. სხვათა შორის, ასეთი ქალაქები არც ისე ბევრია და არ არის ძალიან რთული ხალხის უსაფრთხოების დაცვა. თქვენ წარმოიდგინეთ, ამ საკითხს უფრო მოევლება, ვიდრე წყალდიდობებს. ამერიკის კონტინენტი იმდენად დიდია, რომ ხალხის გადაადგილება ახალ საცხოვრებელ ადგილებში, პრობლემა არ არის. იქ უამრავი დაუსახლებელი ტერიტორიებია. სხვათა შორის, სტიქიის შეტევებისგან გაწამებულ მოსახლეობასაც აღარ აქვს სურვილი იმ ადგილებში ცხოვრებისა და უარს არ იტყვიან გადასახლებაზე. ეს, ყველაფერი ჩემგან რჩევას ჰგავს, მაგრამ რახან ვიწინასწარმეტყველე, ასეც ასრულდება.

ნახეთ: ქარიშხალმა "ირმამ" ბაჰამის კუნძულებიდან ოკეანე "გააქრო"

"თქვენი მშობლების ღვაწლი თქვენმა ნაქებმა "სისხლიანმა" რეჟიმმა გაანადგურაო" - რას საყვედურობს ცნობილი იურისტი დედის გარდაცვალების შემდეგ ქუთაისის კლინიკას?

სანამ სინოდის სხდომა დასრულდებოდა, პატრიარქი მედიის წარმომადგენლებს, საკვებით გაუმასპინძლდა

"ასე როგორ დამტოვეთ ორივემ, აბა ნინიკოს ვჭირდებითო? ჯერ ძალიან ადრე იყო დაობლებისთვის" - ნინი შერმადინის ემოციური პოსტი მშობლებზე