ავტორი:

"თქვენი მშობლების ღვაწლი თქვენმა ნაქებმა "სისხლიანმა" რეჟიმმა გაანადგურაო" - რას საყვედურობს ცნობილი იურისტი დედის გარდაცვალების შემდეგ ქუთაისის კლინიკას?

"თქვენი მშობლების ღვაწლი თქვენმა ნაქებმა "სისხლიანმა" რეჟიმმა გაანადგურაო" - რას საყვედურობს ცნობილი იურისტი დედის გარდაცვალების შემდეგ ქუთაისის კლინიკას?

იურისტი დავით ჯანდიერი, რომელსაც ცოტა ხნის წინ დედა დაეღუპა, ქუთაისის მეოთხე პოლიკლინიკას საყვედურობს. როგორც ჯანდიერი განმრტავს, დედამისი პოლიკლინიკის მთავარი ექიმი იყო და მისი გარდაცვალების შემდეგ კლინიკის ოფიციალურ გვერდზე სამძიმრის წერილი არ გამოქვეყნებულა.

იურისტის ინფორმაციით, როდესაც აღნიშნულზე მათ პასუხი მოსთხოვა უთხრეს, რომ "მისი მშობლების დამსახურება და ღვაწლი მისმა ნაქებმა ცხრაწლიანმა სისხლიანმა რეჟიმმა გაანადგურა".

"ყველამ იცით ჩემი პირადი ტრაგედია, 6 თებერვალს დედა დავკრძალე. რაც მინდა მოგიყვეთ ჩემთვის არის არაადამიანობის ამბავი და მაგალითი იმის, თუ როგორ შეიძლება დაკარგოს ადამიანმა ადამიანის სახე. კიდევ მეგონა, რომ ამ ქვეყანაში ყველაფრის კადრება არ იყო მოსული. ამ ამბავმა გამახსენა ჯულიეტა ვაშაყმაძის გარდაცვალების შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელების მოქცევა.

შეფასებები თქვენთვის მომინდვია. აი ასეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ეს შეიძლება მოხდეს, სადაც ეს შეიძლება იყოს პასუხი ჭირისუფლისთვის მართლა არ მინდა.დედაჩემი ექიმი გახლდათ. წლების განმავლობაში სასწრაფოში მუშაობდა, შემდეგ უბნის ექიმად. მამის გარდაცვალების შემდეგ, იქ მომუშავეთა თხოვნას დაეთანხმა და მამის ადგილი დაიკავა და გახდა მე-4 პოლიკლინიკის მთავარი ექიმი. ეს პოლიკლინიკა მამამ ააშენა, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. იქ მომუშავე ადამიანებისთის წარმოუდგენელი იყო, ვინმე გარედან მისულიყო მთავარი ექიმის თანამდებობაზე.

სწორედ ამიტომ დათანხმდა დედა ამ დიდ თხოვნას. იშრომა, იშრომა ძალიან ბევრი და რამდენიმე წლის წინ ღირსეულად, საკუთარი განცხადების საფუძველზე წამოვიდა სამსახურიდან.ზემოთ ვთქვი რომ დედა პროფესიით ექიმი იყო. ჩვენს ირგვლივ ბევრი ექიმია, მაგრამ გულისხმიერება, რაც დედას ჰქონდა იმდენად იყო აღიარებული, რომ ჩემგან, როგორც შვილისგან ამის თქმა, მერწმუნეთ ხმამაღალი ნათქვამი არ არის.

დედა თვითონ ურეკავდა პაციენტებს, გამოძახების გარეშე მიდიოდა მათ სანახავად ბინაზე, გაჭირვებულებს მისი ხარჯით ყიდულობდა წამლებს და ასე დაუსრულებლად. ხო, სიტყვით გვარჩენს ლალი ექიმიო, ასე ამბობდნენ მისი პაციენტები.იმ ბევრ ადამიანს შორის, რომლებიც დედას დაემშვიდობნენ რამდენიმე დღის წინ, იყვნენ ამ პოლიკლინიკის ძველი და მოქმედი თანამშრომლებიც, რომლებსაც რა თქმა უნდა დიდი მადლობა.არ გაგიკვირდებათ, რომ ეს დღეები მხოლოდ დედაზე მეფიქრება. სამწუხაროდ აღმოვაჩინე, რომ პოლიკლინიკის ოფიციალურ ვებგვერდზე სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით, დედის გარდაცვალებაზე არაფერი ეწერა.

ძალიან მეტკინა და მივწერე ამის შესახებ ადმინისტრაციას. პასუხად მივიღე ჯერ რომ არ იცოდნენ დედის გარდაცვალების შესახებ (?!), ხოლო შემდეგ დაამატეს, რომ ჩემი მშობლების დამსახურება და ღვაწლი ჩემმა ნაქებმა ცხრაწლიანმა სისხლიანმა რეჟიმმა გაანადგურა. სხვა ახსნა/პასუხი/მიზეზი დედაჩემის ნეკროლოგის გამოუქვეყნებლობის შესახებ არ დაუსახელებიათ.ამ პოლიკლინიკის დირექტორი ყოფილა ნინო ჩალაძე. აქამდე მისი არც გვარი ვიცოდი და არც სახელი. ამ პასუხით გამეცნო.პ.ს. სისხლიანი ცხრა წლის ქება არ მახსოვს, კრიტიკა ბევრი, ისევე როგორც ამ ხელისუფლების, მაგრამ თქვენ ხომ ხართ რაც მთავარია დეპოლიტიზებულები" - წერს ჯანდიერი "ფეისბუქზე".

"არასდროს მითქვამს მისთვის ეს, ახლა ვამბობ პირველად..." - რა ისტორიას იხსენებს ზურა დოიჯაშვილზე ჟურნალისტი მაკა რაზმაძე

"18 წლამდე არასრულწლოვანთა დედებს უნდა ეკრძალებოდეთ უცხოეთში მრავალი წლით სამუშაოდ წასვლა!" - ოპერის მომღერალი საქართველოს მთავრობას მიმართავს

"ჯაკოცაა ამ ფოტოზე და ზურაც, ორმაგად მეტკინა გული ამ სურათზე" - ინგა გრიგოლია ზურა დოიჯაშვილის გარდაცვალებაზე