"ეს არის ძალიან ემოციური მომენტი ჩემს ცხოვრებაში" - ვიქტორ სანიკიძე საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს ტოვებს

"ეს არის ძალიან ემოციური მომენტი ჩემს ცხოვრებაში" - ვიქტორ სანიკიძე საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს ტოვებს

ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს ტოვებს. აღნიშნულთან დაკავშირებით სანიკიძე "ფეისბუქზე" ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც ქართველ გულშემატკივარს მადლობას უხდის.

"ეს არის ძალიან ემოციური მომენტი ჩემს ცხოვრებაში ...

ყველაზე დიდი სიმდიდრე, ყველაზე ძვირფასი და ფასდაუდებელი რაც მე მერგო წილად, არის ქართველი ხალხის სიყვარული, გულშემატკივრის თანადგომა, რომელთა მხარდაჭერასაც ვგრძნობდი ყოველ ფეხის ნაბიჯზე, თითოეულ გამართულ მატჩზე .. ეროვნულ ნაკრებში გატარებული წლები არის ოქროს წლები, ამისთვის დიდი მადლობა ჩემს ბიჭებს, ჩემს ძმებს, ვისთან ერთადაც ბევრი სირთულე გადამილახავს და რაც ყველაზე მთავარია ძალიან ბევრი ბედნიერი წუთი მქონია, მე თქვენთან ერთად გავიმარჯვე ამ ცხოვრებაში.

კალათბური იყო, არის და იქნება ჩემი ნაწილი, მინდა პირობა მოგცეთ, რომ სადაც არ უნდა ვიყო, რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ყოველთის ვიქნები საქართველოს ეროვნული ნაკრების ნომერ პირველი გულშემატკვარი

დგეიდან მეც თქენსავით ვიჯდები ტრიბუნებზე და ისევე ვუგულშემატკივრებ ჩვენ ნაკრებს როგორც ეს წლებია თქვენ აკეთებთ, რადგან ზუსტად ვიცი რამდენს ნიშნავს ეს თითოეული ქართველი სპორცმენისთვის ...

მინდა წარმატება ვუსურვო მომავალ თაობას.

დიდი მადლობა ყველას ვისაც კალათბურთი და საქართველო უყვარს !" - წერს სანიკიძე.

რამდენიმე დღი წინ საქართველოს საკალათბურთო ნაკრები დატოვა ასევე ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ.

"გამოიყენეთ ბოლო შანსი და თქვით სიმართლე... მერე დამნაშავეების დანდობა აღარ იქნება!" - მირიან ნიკოლაძე მიმართვას ავრცელებს

"შენ ცოცხლად მოსიარულე ლეშს ჩემი მკვდარი ძმა ჯობია" - გიორგი შაქარაშვილის და ვახო ახვლედიანის მიერ ჩვენების შეცვლას ეხმაურება

"სოფის ტრაგედიამ სკოლის დირექტორს ერთადერთი შვილის გარდაცვალებით გამოწვეული იარები გაუხსნა" - "ალბიონის" განცხადება გარდაცვლილ მოსწავლესთან დაკავშირებით