ავტორი:

"რით ვერ მიხვდი, შველა მინდა და უნდა მიშველო! არ არის დრო სიძულვილის... უნდა შევძლოთ, ერთმანეთი გადავარჩინოთ!" - ლევან რატიანის ემოციური მიმართვა

"რით ვერ მიხვდი, შველა მინდა და უნდა მიშველო! არ არის დრო სიძულვილის... უნდა შევძლოთ, ერთმანეთი გადავარჩინოთ!" - ლევან რატიანის ემოციური მიმართვა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი ლევან რატიანი სოციალურ ქსელში ემოციური მიმართვას ავრცელებს:

"რით ვერ დაინახე! მიდი აკეთე სიკეთე რა... რით ვერ აღიქვი! რით ვერ გაერკვიე! რით ვერ შეიგრძენი! ეს ის დროა, როცა შენი მე, როცა უნდა დაივიწყო და გადახვიდე ღმერთის სიყვარულში. რით ვერ უნდა მიხვდე მე მაქვს და მას არ აქვს და მე მივცემ და მასაც ექნება ეს გრძნობამ რომ გაგიჩდეს და დანერგო. რით ვერ მიხვდი, რომ არ არის დრო სიძულვილის, ეს ის გრძნობაა, რაც ორივეს მოგვკვლას ახლა, რით ვერ მიხვდი მე შენგან სიყვარული მინდა, მხოლოდე ეს გადაგვარჩენს, რით ვერ მიხვდი, მე შენგან მოვლა და ზრუნა მინდა, რით ვერ მიხვდი, თვალზე ცრემლი მადგას და ეს შენი ბრლია, ეს ცრემლი, რომ გამიქრო, რით ვერ მიხვდი ბედნიერება მინდა, ამისთვის ცოტა რამაა საჭირო ჩემთვის, რით ვერ მიხვდი სიხარული მინდა, ამისთვის შენგან ზრუნვა მჭირდება, რით ვერ მიხვდი, შველა მინდა და უნდა მიშველო! რით ვერ მიხვდი, დარდი უნდა დამავიწყო!

იცი, როდის ვიქნები ბედნიერი, როცა ამას შეძლებს ჩემი ერი, უნდა შევძლოთ, ერთმანეთი, რომ გადავარჩინოთ! სხვა გზა არ გვაქვას, ჩვენ ყველა ერთი ვართ და უნდა გადავრჩეთ უკლებლივ ყველა! მიდი აკეთე სიკეთე რა...", - წერს ექიმი.

"საერთოდ არ ვარ გასწორებულში... რაც აქამდე იყო, ვიღაც ტიპი, რომელიც უნამუსო აღმოჩნდა, იგივე დარჩება ჩემთვის" - რას წერს მაკო გომური გახარიაზე?

"მოვუწოდებ პოლიტიკურ პარტიებს, ჩაერთონ მოლაპარაკებაში..." - დავით ბაგრატიონი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს

"როცა სასულიერო პირი ეტრფის სტალინს, ეს ნიშნავს, რომ მზადაა უსასტიკესი მეთოდებით ჩამოიშოროს სხვაგვარად მოაზროვნენი" - დეკანოზი