მსოფლიოში პოლიომელიტით დაინფიცირებულთა 60% ტაჯიკეთშია დაფიქსირებული. ამის შესახებ ჟურნალისტებს დსთ-ის ქვეყნებსა და აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში "იუნისეფის" რეგიონული ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე კირსი მადიიმ განუცხადა.
მისი თქმით, ამ ფაქტმა ტაჯიკეთის მეზობელ ქვეყნებს დაავადების გავრცელების წინააღმდეგ შესაბამისი ზომების მიღება აიძულა.
კირსი მადიი 6 ივნისს უზბეკეთში ჩავიდა, რათა პოლიომელიტის წინააღმდეგ ბავშვთა იმუნიზაციის პროცესს დაკვირვებოდა. იმუნიზაციის მეორე ეტაპი ქვეყანაში 7 ივნისიდან იწყება.
"მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური აზიის რეგიონი 2002 წელს პოლიომელიტისგან თავისუფალ ზონად გამოცხადდა, ამ ინფექციის კერა მაინც გაჩნდა ტაჯიკეთში", - განაცხადა მადიიმ.
ამასთან, მისი თქმით, უზბეკეთის მთავრობამ ქვეყანაში აღნიშნული დაავადების გავრცელების საშიშროების გაზრდის საპასუხოდ დროული ზომები მიიღო.
მომზადებულია rian.ru-ს მიხედვით.