ორი შვილის დედამ მთელი დანაზოგი ამ სახლს შესწირა, შედეგად მთელი ოჯახი მოიწამლა

ორი შვილის დედამ მთელი დანაზოგი ამ სახლს შესწირა, შედეგად მთელი ოჯახი მოიწამლა

როდესაც დებორა რუმბერგერმა ეს განცხადება იხილა, საკუთარ თვალებს არ უჯერებდა, ნუთუ მისი საოცნებო სახლი 200 ათას დოლარზე ნაკლები ღირდა. მას შეეძლო ამ თანხის გადახდა და სანუკვარი ოცნების ასრულება.

საკუთარი სახლი დებორას სტაბილურობის გარანტად ესახებოდა, ის ხომ მარტოხელა დედა იყო და უნდოდა თავისი გოგონებისთვის ყველაფერი საუკეთესო მიეცა. არა, შეთავაზება ბევრი ჰქონდა, მაგრამ მას რატომღაც არც ერთი არ აკმაყოფილებდა, გული არც ერთ სახლზე მისდიოდა, გარდა... ამ სახლისა.

და აი, 2009 წელს მოლაპარაკება შედგა. დამქანცველი გადასახლების პირველივე ღამეს, როდესაც დებორა დასაძინებლად დაწვა, თავი შეუძლოდ იგრძნო.

"ისე ცუდად ვიყავი, გული ისე ძლიერად მიცემდა, რომ ნამდვილად ძალიან შემეშინდა, პირი სულ გამომიშრა" - იხსენებს დებორა.

მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდა ფეხზე წამოდგომას, მაგრამ ძალები არ ჰქონდა. გამთენიისას კი მიხვდა, აშკარად სახლს სჭირდა რაღაც.

ქალმა სასწრაფოდ მიმართა ბანკს, რომლიდანაც სესხი აიღი და კომპანიას, რომელიც სახლის ყიდვაში დაეხმარა. აუხსნა ყველაფერი, თუმცა არავინ დაუჯერა, ყველა ერთხმად უმტკიცებდა, რომ გადასახლების გამო გადაღლილი იყო და დასვენებს სჭირდებოდა.

დებორა კი თავს ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო ცუდად გრძნობდა. რამდენიმე დღის შემდეგ კი მისმა შვილებმაც შეუძლოდ იგრძნეს თავი, უფროს გოგონას სუნთქვის პრობლემა ჰქონდა და თავის ქავილი დაეწყო, უმცროსს კი თავის ტკივილები და ღამის კოშმარები აწუხებდა.

საქმის არსში კარგად გასარკვევად დებორა სახლის ძველ მფლობელს დაუკავშირდა და 20 წლის წინანდელი ამბავი გაიგო. განაგრძეთ კითხვა

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

ტრაგედია პაკისტანში - მატარებელში  გაზქურის აფეთქების შედეგად გაჩენილ ხანძარს 46 ადამიანი ემსხვერპლა

მეცნიერების უნიკალური დასკვნა მუსიკის დადებით გავლენაზე - "კლასიკის მოსმენა ჯანმრთელობას და მეხსიერებას აუმჯობესებს"