გიგი უგულავა გია ჭანტურიასა და ირაკლი ალასანიას შეხვდა.
შეხვედრის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსთან" ალასანიასა და უგულავას პრესსამსახურებმა და თავად გია ჭანტურიამ დაადასტურეს.
გიგი უგულავას პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მოქმედი მერი თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატების ნაწილს უკვე შეხვდა.
"თბილისის მერმა გამოთქვა ოპოზიციის მერობის კანდიდატებთან თანამშრომლობის სურვილი და რამდენიმე მათგანს შეხვდა კიდეც. მერი დანარჩენ კანდიდატებსაც შეხვდება", - აღნიშნეს გიგი უგულავას პრესსამსახურში.
"ქრისტიან-დემოკრატების" მერობის კანდიდატმა, გია ჭანტურიამ, ასევე, დაადასტურა გიგი უგულავასთან შეხვედრის ფაქტი, თუმცა დეტალებზე ვერ გვესაუბრა.
"ამჟამად საქრათველოში არ ვიმყოფები, შეხვედრაზე ვარ. ორ დღეში დავბრუნდები და ამის შესახებ შეგვიძლია ვისაუბროთ", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" გია ჭანტურიამ.
უგულავა-ალასანიას შეხვედრა "ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერის, ირაკლი ალასანიას პრესსამსახურშიც დაადასტურეს.
"შეხვედრაზე თბილისის განვითარების შესახებ ხედვების გაზიარება მოხდა", – აღნიშნეს "ალიანსის" პრესსამსახურში.