ავტორი:

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

პირობას გაძლევთ, რომ თბილისი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის თვალსაზრისით, ევროპულ ქალაქებში ერთ-ერთი წარმატებული ქალაქი იქნება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ტაქსების რეფორმაზე საუბრისას განუცხადა.

კალაძის თქმით, მიმდინარე რეფორმა არის ძალიან მნიშვნელოვანი.

„ჩვენ ორი წლის წინ წარმოვადგინეთ ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა და ხედვა, თუ რა უნდა გაკეთდეს. ტაქსები ამ რეფორმაში არის ერთ-ერთი მიმართულება, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება - ავტობუსი, მეტრო, ტაქსები. ქალაქში გადაადგილება იქნება ყველაზე სწრაფი და კომფორტული. თუ არის რიგი შემთხვევები ტაქსებით მგზავრობის გადამეტებული ფასების, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი დარეგულირდეს. ტაქსს ჰყავს თავისი კლიენტი, შესაბამისად, როდესაც ქალაქში დაწყებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამხელა რეფორმა, ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანა არის არსებული ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლება, რომლებიც არის კატასტროფულ მდგომარეობაში.

მე დარწმუნებული ვარ, ამ პროცესის ბოლომდე მიყვანის შემდეგ, გაიზრდება მოთხოვნა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. პარალელურად მიმდინარეობს ტაქსების რეფორმა და მთავარი ამოცანაა, სერვისი იყოს კომფორტული, მგზავრმა იმგზავროს სუფთა მანქანით. რაც მთავარია, ავტომობილი იყოს უსაფრთხო და რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას და ეს ნორმალურია. თუ ვინმესთვის იქნება პრობლემა, იქნება ახალი ავტობუსები, რითაც შეეძლებათ გადაადგილება, იქნება მეტრო, განახლებული სადგურებით და რეაბილიტურებული ვაგონებით”,- განაცხადა კალაძემ.

რატომ არ არის დაზარალებულად ცნობილი მაკო გომური და მიმართა თუ არა მას შეხვედრის თხოვნით პრემიერმა

გეგმავს თუ არა ვიზიტს რუსეთში გიორგი გახარია - პრემიერ-მინისტრის კომენტარი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"