ქვემო ფონიჭალაში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ქვემო ფონიჭალაში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ქვემო ფონიჭალაში სპეცოპერაცია დასრულდა. იეთიმ გურჯის ქუჩაზე სამართალდამცველებმა 40 წლამდე მამაკაცი დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების რეალიზებას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, დაკავებული მამაკაცი ანალოგიური ბრალდებით წარსულშიც არის ნასამართლევი და მან სასჯელაღსრულების დაწესებულება შეწყალების საფუძველზე დატოვა. სპეცოპერაციასთან დაკავშირებით შს სამინისტრო დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" პირად საუბრებში დაკავებულის ოჯახის წევრებმა განაცხადეს, მათ ინფორმაცია არ აქვთ დაკავების მიზეზთან დაკავშირებით. მათივე ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლიდან მოხდა მხოლოდ ფულის ამოღება, ხოლო ბრალდებულის ნარკოტიკულ საშუალებებთან კავშირს კატეგორიულად უარყოფენ.

ბოლო ორი დღის განმავლობაში ქვემო ფონიჭალაში მეოთხე სპეცოპერაცია ჩატარდა, სადაც სამართალდამცავებმა ნარკოტიკების რეალიზების ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავეს. შს სამინისტროში აცხადებენ, რომ გასული დღეების განმავლობაში დაკავებულ პირთა საცხოვრებელი სახლებიდან ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ