დიეგო მარადონას კომპანიონობას ლუსიანა სალასარი გაუწევს

დიეგო მარადონას კომპანიონობას ლუსიანა სალასარი გაუწევს

ცნობილმა არგენტინელმა მოდელმა ლუსიანა სალასარმა პირობა დადო, რომ თუ მისი ქვეყნის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდება, დიეგო მარადონას კომპანიას გაუწევს და მასთან ერთად ისიც შიშველი შემოირბენს ბუენოს-აირესის ცენტრს.

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრების თავკაცმა მარადონამ უკვე დადო ასეთი პირობა. "ფეხბურთი გვაერთიანებს და ემოციით გვავსებს - აღნიშნა ლუსიანამ. - სიამოვნებით შემოვურბენ ქალაქის ცენტრს დიეგოსთან ერთად, თუ ჩვენი ბიჭები ჩემპიონები გახდებიან. და მინდა იცოდნენ, რომ ჩემი სახით ყველაზე ერთგული ფანი ჰყავთ."

ღიპიანი დიეგოსი რა მოგახსენოთ და შიშველი ლუსიანას ხილვაზე უარს რომ არავინ იტყვის, ცხადზე ცხადია. ასე რომ, ისედაც მოტივირებულ არგენტინელებეს დამატებითი სტიმულიც ექნებათ.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

საქართველო XV - ორმატჩიანი სერია ინგლისის საგრაფოებთან იწყება [VIDEO]

"ოლიმპიადის გახსნა ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული იყო ჭადრაკის ისტორიაში" - რას წერენ "ბლექ სი არენაზე" გამართულ ღონისძიებაზე

რომან ფიფია: ტურნირი იმიტომ არ ჩაგვიტარებია, რომ აუცილებლად ჩვენ მოგვეგო