აფხაზეთი დომინოში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს

აფხაზეთი დომინოში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს

2011 წელს აფხაზეთი დომინოში მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. ამის შესახებ "ინტერფაქსს" თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დომინოს ფედერაციის ხელმძღვანელმა არტურ გაბუნიამ განუცხადა.

გაბუნიას განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ლას-ვეგასში მიიღეს, სადაც გაიმართა მსოფლიოს ბოლო ჩემპიონატი დომინოში. როგორც ირკვევა, 2011 წელს ამ ტურნირის მასპინძლობის სურვილს ვენესუელა და დომინიკის რესპუბლიკა გამოთქვამდნენ, თუმცა აფხაზთა ინიციატივას აქტიურად მხარი რუსეთმა დაუჭირა. 

ახლა აფხაზეთში დომინოს საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლებს მოელიან, რომელიც ადგილობრივ ფედერაციას ტურნირის ჩატარების პირობებს წარუდგენს.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

საქართველო XV - ორმატჩიანი სერია ინგლისის საგრაფოებთან იწყება [VIDEO]

"ოლიმპიადის გახსნა ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული იყო ჭადრაკის ისტორიაში" - რას წერენ "ბლექ სი არენაზე" გამართულ ღონისძიებაზე

რომან ფიფია: ტურნირი იმიტომ არ ჩაგვიტარებია, რომ აუცილებლად ჩვენ მოგვეგო