საპარლამენტო უმცირესობა საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით განხილვაში, მონაწილეობას არ მიიღებს

საპარლამენტო უმცირესობა საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით განხილვაში, მონაწილეობას არ მიიღებს

საპარლამენტო უმცირესობა პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაში, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით განხილვა და დამტკიცება იგეგმება, მონაწილეობას არ მიიღებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "ევროპული საქართველოს" წევრმა ირაკლი აბესაძემ განუცხადა, უმცირესობამ საკუთარი წინააღმდეგობა კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის მიმართ პირველი მოსმენით კენჭისყრისას დააფიქსირა, ხოლო მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობას არავითარი აზრი არ აქვს.

"მმართველმა გუნდმა მოატყუა ყველა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, როდესაც შეცვალეს გადაწყვეტილება და პროპორციული საარჩევნო სისტემა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გადაავადეს", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ირაკლი აბესაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."