რა ანაზღაურება აქვთ ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლებს

რა ანაზღაურება აქვთ ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლებს

მთავრობის 18 აგვისტოს განკარგულებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ცენტრალური აპარატის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრაზე თანხმობა მიეცა.

განკარგულების თანახმად, უწყების ცენტრალურ აპარატში სულ შტატით გათვალისწინებული 251 თანამდებობაა. რაც შეეხება ხელფასებს, უწყებაში შრომის ანაზღაურებაზე მიმდინარე წელს ჯამში,

4 700 000 ლარია გათვალისწინებული.

განკარგულების მიხედვით, მინისტრის თანამდებობრივი სარგო ყოველთვიურად 3 540 ლარია; მინისტრის პირველი მოადგილის 2 950; ხოლო მინისტრის მოადგილეების 2 720 ლარი. აღსანიშნავია, რომ განკარგულებით, უწყებაში მინისტრის მოადგილის 5 თანამდებობაა განსაზღვრული.

განაგრძეთ კითხვა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."