მიხეილ სააკაშვილი - პოროშენკოს დაბადების დღეზე პუტინმა ძალიან ცინიკური საჩუქარი გაუკეთა - აფეთქებები ვინიცაში

მიხეილ სააკაშვილი - პოროშენკოს დაბადების დღეზე პუტინმა ძალიან ცინიკური საჩუქარი გაუკეთა - აფეთქებები ვინიცაში

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ვინიცის ოლქის სოფელ კალინოვკაში მომხდარ აფეთქებებში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაადანაშაულა. ამის შესახებ სააკაშვილმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაწერა.

"პოროშენკოს დაბადების დღეზე პუტინმა ძალიან ცინიკური საჩუქარი გაუკეთა - აფეთქებები ვინიცაში. ამით პუტინი ამერიკელებს ეუბნება: არ ღირს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, ისინი ამ იარაღს ვერ დაიცავენ", - წერს სააკაშვილი.

გუშინ საღამოს ვინიცის ოლქის სოფელ კალინოვკასთან მდებარე საბრძოლო მასალის საწყობებში ხანძარი გაჩნდა. კალინოვკიდან და მიმდებარე სოფლებიდან 28 ათასი ადამიანია ევაკუირებული.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."