ისან-სამგორის რაიონში ერწოს ქუჩაზე მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვილი "თბილსერვისის" თანამშრომელი დავით უგულავაა.
წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცს ვალები ჰქონდა, რის გამოც მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.