ორახელაშვილების ულამაზესი ქალიშვილი ქეთუსია, რომლის გამო ლავრენტი ბერიამ ევგენი მიქელაძე წამებით მოაკვლევინა

ორახელაშვილების ულამაზესი ქალიშვილი ქეთუსია, რომლის გამო ლავრენტი ბერიამ ევგენი მიქელაძე წამებით მოაკვლევინა

პოლიტიკური რეპრესიები საბჭოთა რეჟიმის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა. მან არნახულ მასშტაბს 30-იან წლებში მიაღწია. მაშინ გაჩნდა გამონათქვამი, - კედლებსაც კი ყურები აქვთო! ქვეყანაში შიშმა, უიმედობამ, სასოწარკვეთილებამ დაისადგურა.

ქალებსაც ისევე ხვრეტდნენ და ასახლებდნენ, სცემდნენ და აწამებდნენ, როგორც მამაკაცებს.

პროფესორი ლევან ჯიქია, რომელიც "დიდი ტერორის" პერიოდში, რეპრესირებულთა საქმეებსა და სამეულთა სხდომის ოქმებზე მუშაობდა,"კვირის პალიტრასთან" იხსნებდა:

"გამომძიებელი ალექსანდრე ხაზანი აცხადებდა: "მე ქალებს არ ვცემდი. ჩემი განკარგულებით, ისიც მხოლოდ ერთხელ, სტარშოვამ, რომელიც შემდგომში თავადაც გაასამართლეს, პატიმარ მარიამ ორახელაშვილს (საქართველოს სსრ

განათლების ყოფილი კომისარი, კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ყოფილი მდივნის, მამია ორახელაშვილის მეუღლე) სილა გააწნა".

მარიამის შვილს ულამზეს ქეთევან ოახელაშვილსაც მძიმე ცხოვრებას უმზადებდა ბედი. როგორც ლევან ჯიქია ამბობს, ქალის დაპატიმრების, მისი ოჯახის წევრების განდგურების მიზეზი შეიძლებოდა გამხდარიყო სილამაზე. მამია და მარიამ ორახელაშვილებს ჰყავდათ სილამაზით განთქმული ქალიშვილი ქეთუსია. ლავრენტი ბერიას ერთხელ ქუჩაში დაუნახავს, მანქანა გაუჩერებია, საუბარი სურდა, მაგრამ უეცრად გამოჩენილ მარიამს პირდაპირ

მიუხლია შვილისთვის, ამ გომბეშოსთან როგორ ლაპარაკობო...

მალე 19 წლის ქეთევანმა უნიჭიერესი დირიჟორი, პირველი ქართული სიმფონიური ორკესტრის დამაარსებელი ევგენი მიქელაძე გაიცნო და თავდავიწყებით შეუყვარდა. წყვილი მალე დაქორწინდა და ქალ-ვაჟი თინათინი და ვახტანგი შეეძინა...

თითქოს ძველი ამაბავი ყველას მიავიწყდა, მაგრამ არა ლავრენტი ბერიას...

ლევან ჯიქია :

- საყოველთაო რეპრესიების ხანაში ბერიამ შურისძიება გადაწყვიტა: სამშობლოს ღალატის ბრალდებით ჯერ ქეთევანის მშობლები, მამია და მარიამ ორახელაშვილები დააპატიმრეს. მარიამს რომ ვერაფერი ათქმევინეს, მკერდი მოაჭრეს და მარილი დააყარეს. ორივეს წამებით ამოხადეს სული. 1937 წლის 5 ნოემბერს ევგენი მიქელაძე და მისი მეუღლე ქეთევანი დააპატიმრეს. (მაშინ მათი უფროსი შვილი 3 წლის იყო, უმცროსი კი წლინახევრის) მიქელაძეს თვალები დასთხარეს, მაგრამ უბადლო სმენის პატრონმა წამებისას მაინც იცნო ბერიას ხმა...განაგრძეთ კითხვა

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ პოპულარული მოდელების შეძენა უპრეცედენტო ფასადაა შესაძლებელი

"ბევრი ფილტრი იქნება ჩამოსული ტურისტისთვის" - რომელი ქვეყნებიდან მივიღებთ საერთაშორისო მგზავრებს პირველ ეტაპზე

არ არსებობს მტკიცებულება COVID-19-ის საკვებით გავრცელების შესახებ - რჩევები სურსათის უვნებლობის ექსპერტებისგან