"ნავთობკომპანიები ისევ გვატყუებენ - კომპანიებს ერთი ლიტრი ბენზინი 1.74 ლარი უჯდებათ"

"ნავთობკომპანიები ისევ გვატყუებენ - კომპანიებს ერთი ლიტრი ბენზინი 1.74 ლარი უჯდებათ"

"საწვავის ფასებთან დაკავშირებით, ქართულ ბაზარზე მიმდინარე პროცესები, საერთაშორისო ტენდენციებს აცდენილია", - ამის შესახებ, "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" (აფბა) ვიცე-პრეზიდენტი, პაატა ბაირახარი აცხადებს.

მისი თქმით, მსოფლიო ბირჟებზე საწვავზე ფასების მატების ტენდენცია მართლაც არის, თუმცა, ქართულ ბაზარზე მიმდინარე პროცესები, საერთაშორისო ტენდენციებს მთლიანად არის აცდენილი.

"ბარელზე ფასის მცირედით მატებისთანავე ფასები ჩვენს საცალო ქსელშიც შეიცვალა. ეს მაშინ როდესაც ბირჟებზე ფასების ცვლილებას გარკვეული პერიოდი სჭირდება იმისთვის, რომ ცვლილება "პლაცის" ფასზე მაინც აისახოს, რომ არაფერი ვთქვათ საცალო ქსელზე. უფრო კონკრეტულად კი მსოფლიოში ბარელის ფასი 4% -ით იყო გაზრდილი, როდესაც ჩვენთან კომპანიებმა ამ თვის დასაწყისში მეორედ დააკორექტირეს ფასები და საწვავის ფასი მყისიერად 7%-ზე მეტით გაიზარდა.

დღეს არსებული მდგომარეობით ერთი ტონა ბენზინი 578 დოლარი ღირს, არსებული გაცვლითი კურსით თუ ვიანგარიშებთ, ერთი ტონა ბენზინის ფასი 1 433 ლარს შეადგენს, ამ თანხას ცხადია ემატება გაზრდილი აქციზის გადასახადი, დღგ და ტრანსპორტირების ხარჯები, რაც ყველა კომპანიისთვის განსხვავებულია. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, დღეს ერთი ლიტრი ბენზინის საბითუმო ფასი 1.74 ლარს არ აღემატება. ეს მაშინ, როდესაც საცალო ქსელში ერთი ლიტრი ბენზინის ფასი 2.45 ლარს აღწევს. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია, რომ საცალო ქსელში კომპანიებს დამატებითი ხარჯიც აქვთ, თუმცა როდესაც საცალო ქსელსა და საბითუმო ფასს შორის რიგ შემთხვევებში, 0.71 ლარიანი სხვაობა გვხვდება, ძნელია რაიმე დამატებით ხარჯებს დავაბრალოთ", - აცხადებს ბაირახტარი.

განაგრძეთ კითხვა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."