თელავში მერობის კანდიდატად ცხვარი "წარადგინეს"

თელავში მერობის კანდიდატად ცხვარი "წარადგინეს"

თელავში, ადგილობრივმა აქტივისტებმა, რომლებიც ქალაქისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გაუქმებას ეწინააღმდეგებიან, თელავის მერობის კანდიდატად ცხვარი წარადგინეს. აღნიშნულ ინფორმაციას droa.ge ავრცელებს.

"ვითარება არის ასეთი - თვითმმართველობა რეალურად არ გვაქვს და ისეთი პირი უჩანს, რომ კიდევ კარგა ხანი არ გვექნება. ამიტომ ჩვენ ვთვლით, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება თელავში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი, იმიტომ, რომ ცენტრალური ხელისუფლება ადგილობრივ თვითმმართველობას და მოსახლეობას უყურებს, როგორც ცხვარს. ჩვენდა სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის რიგი წარმომადგენლები ამ ხედვას ამართლებენ და მართლაც ცხვრებივით იქცევიან. ამის ნათელი მაგალითია თელავის, როგორც თვითმმართველი ქალაქის გაუქმება. ჩვენ ყველას გვახსოვს ვითარება, როცა საკრებულოს ორი კვირით ადრე გადაწყვეტილების მიღებამდე წერილი უნდა გაეგზავნა ცენტრალური ხელისუფლებისთვის, რომ შეენარჩუნებინათ თვითმმართველი ქალაქი თელავი, მაგრამ ორი კვირის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მაინც მხარი დაუჭირეს", - აცხადებენ აქტივისტები.

აქტივისტები ამბობენ, რომ ცენტრალური ხელისუფლება ადგილობრივ თვითმმართველობას საკუთარ გაგრძელებად მიიჩნევს, ამიტომ მოუწოდებენ მოსახლეობას, თუ უნდათ, რომ ისევ ცხვარს მისცენ ხმა, ბიულეტენზე მიაწერონ ცხვარი და ის შემოხაზონ.

ამასთან, აქტივისტები მოითხოვენ, რომ ქალაქი თელავი კვლავ თვითმმართველ ქალაქად დარჩეს.

წყარო: droa.ge

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."